logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია აკრედიტაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
გიორგი გახარია აკრედიტაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
14:55 09.06.2017
აკრედიტაციის საერთაშორისო დღეს და საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარებას მიეძღვნა 9 ივნისს სასტუმრო „ბეტსი“-ში გამართული კონფერენცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლებს, აკრედიტებულ კომპანიებსა და მეწარმეებს ევროპული აკრედიტაციის მიერ საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის განვითარებისთვის.
„მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ ევროპული აკრედიტაციის (EA) გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგები საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული.ეს არის ინსტიტუციონალურად წინგადადგმული ნაბიჯი ქართული ეკონომიკის ევროპულ ეკონომიკასთან ინტეგრირების მიმართულებით. აკრედიტაციის ორგანოს ფუნქცია დღეს არის უმნიშვნელოვანესი, რადგან კარგად გვესმის, რომ ქართული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სერიოზული გამოწვევა გახლავთ სწორედ ხარისხის ინფრასტრუქტურა. ჩვენი ეკონომიკა არის ღია და პატარა, შესაბამისად, კარგად გვესმის, რომ ამ გამოწვევის პასუხი გახლავთ ჩვენი ეკონომიკის ინტეგრირება რეგიონულ და საერთაშორისო ეკონომიკაში, რის გამოც აქტიურად ვაწერთ ხელს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს სხვადასხვა ქვეყნებთან. ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს სერვისებზე ორიენტირებული, ეს უნდა იყოს პლატფორმა დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობისთვის. აქედან გამომდინარე, აკრედიტაციის ორგანოს გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკისთვის“ - განაცხადა გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას.
როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, აკრედიტაციის შედეგების საერთაშორისო ბაზარზე აღიარება ნიშნავს იმას, რომ ქართველ მეწარმეებს, უმრავლეს შემთხვევაში, თავისუფლად შეეძლებათ ევროპის ქვეყნებში პროდუქტის რეალიზება და აღარ გახდება საჭირო განმეორებითი გამოცდებისა და სერტიფიკაციის ჩატარება ბაზარზე დაშვების მიზნით. „ეს არის ძალიან დიდი ხელშეწყობა ექსპორტისთვის, რადგან მისთვის საჭირო დოკუმენტები, მათ შორის ლაბორატორიული გამოცდის ოქმი თუ სერტიფიკატი, ხშირ შემთხვევაში, არ იყო აღიარებული ევროპაში.დღეისთვის ეს დოკუმენტები უკვე აღიარებულია, რაც შეამცირებს ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ასევე ხარჯებს, რომელიც შესაბამისობის შეფასებაზე უნდა იქნას გაწეული და ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას“ - აღნიშნა აკრედიტაციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა პაატა გოგოლიძემ.
ღონისძიებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის,ასევე აკრედიტებული კომპანიების წარმომადგენლები და მეწარმეები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა