logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანას, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება
გიორგი გახარია: საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანას, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება
13:51 09.06.2017
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, პირდაპირი ინვესტიციები იზრდება ტრანსპორტის, მშენებლობის, კავშირგაბმულობის, ვაჭრობის, დეველოპმენტის, საფინანსო და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

„რომ ნახოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, ყველგან არის კლება, ერთადერთი ქვეყანა არის საქართველო, სადაც არის ინვესტიციების ზრდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ 4%-მდე ზრდა არ არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ჩვენი მიზანია გვქონდეს და აუცილებლად გვექნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უფრომეტი ზრდა“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია 3.7%-ით და 403.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგენს. ასევე 3.8-ჯერ გაზრდილია რეინვესტირების მაჩვენებელი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი კომპონენტია. 2017 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, უძრავი ქონებისა და საფინანსო სექტორებში. ინვესტიციების შემოდინების კუთხით გამოირჩეოდა აზერბაიჯანი, საიდანაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 24% (97 მლნ. აშშ დოლარი) განხორციელდა, თურქეთი - მთლიანი ინვესტიციების 20% (82 მლნ. აშშ დოლარი) და გაერთიანებული სამეფო 20% (80 მლნ. აშშ დოლარი).

„კიდევერთხელ აღვნიშნავ, რომ ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში იყო კლების ტენდენცია პირდაპირი ინვესტიციების კუთხით. საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ლოკაცია, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

რეგიონში შემცირებული საინვესტიციო აქტივობის ფონზე, ინვესტიციების მაჩვენებლის ზრდა ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის კარგი გარემოა შექმნილი.

"მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების პარალელურად, მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემდგომი ზრდა, რასაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა და თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აგრძელებს მიზნობრივ საინვესტიციო ჯგუფებთან მუშაობას, რათა ქვეყანა მუდმივად დარჩეს საერთაშორისო ინვესტორების ინტერესთა არეალში"-აცხადებენ ეკონომიკს სამინისტროში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა