სასტუმრო „ბეტსი“-ში დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია აკრედიტაციის
საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას გახსნის.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარება საერთაშორისო ბაზარზე, აკრედიტაციის მზარდი როლი საქართველოს და საერთაშორისო ეკონომიკაში. საერთაშორისო ბაზარზე აღიარება ნიშნავს იმას, რომ ქართველ მეწარმეებს თავისუფლად შეეძლებათ ევროპის ქვეყნებში პროდუქტის რეალიზება და აღარ გახდება განმეორებითი გამოცდებისა და სერტიფიკაციის ჩატარება ბაზარზე დაშვების მიზნით.
ღონისძიებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, საქართველოს პარლამენტის სექტორული ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარე რომან კაკულია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ასევე აკრედიტებული კომპანიების წარმომადგენლები და მეწარმეები დაესწრებიან.

















