logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საგამოძიებო სამსახურს ლევან გამყრელიძე უხელმძღვანელებს
საგამოძიებო სამსახურს ლევან გამყრელიძე უხელმძღვანელებს
19:24 08.06.2017
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ლევან გამყრელიძე უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ სპეციალურ პრეს-ბრიფინგზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საგამოძიებო სამსახური, როგორც წამყვანი უწყება ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, დღეს ახალი გამოწვევების წინაშე დგას.

ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე ლევან გამყრელიძეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.

„მას დღესაც ყოველდღიურ რეჟიმში აქვს შესახებ ფინანსებთან, გადასახადებთან და დარწმუნებული ვარ, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ლევან გამყრელიძეს ასევე პრემიერ-მინისტრი უცხადებს სრულ მხარდაჭერას.

„საგამოძიებო სამსახურის წინაშე დასმული ამოცანების შესასრულებლად ჩვენ შევარჩიეთ ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც კარგად იცნობს საგადასახადო კანონმდებლობას, გადასახადის გადამხდელთა ფსიქოლოგიას და აქვს ფინანსური დანაშაულის გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება. საგამოძიებო სამსახურის გაძღოლა შევთავაზეთ ადამიანს, რომელმაც ყველა იმ უწყებაში, სადაც ის ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა, თავი გამოიჩინა, როგორც პროფესიონალმა, კარგმა მენეჯერმა და რეფორმატორმა. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ის ახალ პოზიციაზე მუშაობისას, საქმიანობას წარმართავს დიდი ენთუზიაზმით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ლევან გამყრელიძეს საგამოძიებო სამსახურში მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება აქვს.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საგამოძიებო სამსახურის რეფორმირების, ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და გადასახადებთან და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. „ამ ამოცანების შესრულება მას მოუწევს კვალიფიციურ გუნდთან ერთად და იმ ხალხის გვერდით, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების სადარაჯოზე დგანან გადასახადებთან და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროს გიორგი ბადაშვილზე, რომელიც აღნიშნულ უწყებას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. „გიორგი ბადაშვილმა არაერთი რეფორმა გაატარა აღნიშნულ უწყებაში. მან თავად მიიღო გადაწყვეტილება სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, რაშიც მინდა მას წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის შემდეგ, მედიის წინაშე მოკლე განცხადება გააკეთა საგამოძიებო სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა ლევან გამყრელიძემ: „კარგად ვაცნობიერებ, თუ რა მნიშვნელოვანია ისეთი სამსახურის ხელმძღვანელობა და სწორად მართვა, როგორიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია. საგამოძიებო სამსახური ჩემთვის კარგად ნაცნობი და მშობლიურია. ამ სფეროში ჩემი 11-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცი, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მისი შემდგომი განვითარებისთვის. მაქვს ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლა და როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური აღნიშნული უწყების საქმიანობა.“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა