logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში მეწარმეებს ახალი სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ
სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში მეწარმეებს ახალი სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ
16:45 08.06.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით დღეს ,,ექსპო ჯორჯიაში“ ევროკავშირის პროექტის ,,საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირთან სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის კუთხით თანამშრომლობისა და მიღწეული შედეგების შესახებ იმსჯელეს.
კონფერენციაზე ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს განხორციელებული რეფორმების და მიღწეული შედეგების პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას 80-მდე ბიზნეს და სამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს სტანდარტებისა და მეტროლოგიის გენერალურმა დირექტორმა დავით ტყემალაძემ, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა ფრნაჩეს კამაცუკომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
„ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი რეფორმა გავატარეთ. მათ შორის მინდა გამოვყო პროექტი, რომლითაც ევროკავშირი დაგვეხმარა.ეს მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყანაში მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ინსტიტუტის გასავითარებლად -მოხდება ლაბორატორიების გადაიარაღება საქართველოში თანამედროვე სერვისების დასანერგად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ევროკავშირს ბოლო სამი წლის განმავლობაში გაწეული დახმარებისა და კონკრეტულად ამ პროექტისთვის“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.
სტანდარტებისა და მეტროლოგიის გენერალური დირექტორის დავით ტყემალაძის ინფორმაციით, ევროკავშირის აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზანისტანდარტიზაციასა და მეტროლოგიაში ისეთი სფეროების განვითარება იყო, რომელებიც საქართველოში დღემდე არ იყო ხელმისაწვდომი. ამიტომ, ადგილობრივ მეწარმეებს, დაინტერესებულ პირებს საზღვარგარეთ უხდებოდათ ამ სერვისების შეძენა, ამისთვის კი უფრო დიდი რესურსი იხარჯებოდა. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მოხდა ძირეული გარდაქმნა, განვითარდა თანამედროვე მიმართულებები, გადახალისდა მეტროლოგიის ლაბორატორიები ახალი აღჭურვილობით და მეტროლოგიური ხელსაწყოებით, ასევე მომზადდა ევროპული პრაქტიკის შესაბამისი ელექტრონული სისტემები, რაც შემდგომში დაინტერესებულ პირებს სერვისების სახით მიეწოდებათ.
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს და AECOM კონსორციუმის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB comprehensive Institutional Building)ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა: სააგენტოს რენოვაციის, დამხმარე ინფრასტრუქტურის სრული განახლება და სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის ეტალონური ბაზის რეაბილიტაცია შემდეგი მიმართულებებით: გეომეტრიული გაზომვები; წნევა და ძალა; ტემპერატურა და ტენიანობის გაზომვები; დიდი მასები და მცირე მოცულობები; რადიოფიზიკა; დრო და სიხშირე; ოპტიკა და აკუსტიკა; ფიზიკო-ქიმიური გაზომვები; ვიბრაცია, ნივთიერებათა ხარჯი და რადიაციული გაზომვები. დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე გააცნეს სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო აღიარების მქონე ლაბორატორიების მომსახურებები და სამომავლო გეგმები სააგენტოს არსებული სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით.
კონფერენციის დასასრულს დელეგატებმა სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში საქართველოს პროგრესზე იმსჯელეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა