logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკონომიკის სამინისტროში DCFTA-ს საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკის სამინისტროში DCFTA-ს საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
20:00 07.06.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში DCFTA-ს საკონსულტაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე დაესწრო.
შეხვედრაზე, საკონსულტაციო ჯგუფის წესდების შესაბამისად, ჯგუფის წევრებმა აირჩიეს ახალი თავმჯდომარე, რომელიც უხელმძღვანელებს ჯგუფის მუშაობას მომავალი ერთი წლის განმავლობაში. თავმჯდომარედ არჩეულ იქნა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი ნატო ჩიქოვანი.
შეხვედრის მონაწილეებს გენადი არველაძემ ინფორმაცია მიაწოდა2016 წლის განმავლობაში DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ასევე გააცნო უახლესი მიღწევები DCFTA-ს სფეროში. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ საქართველოდან თაფლის ექსპორტის დაშვებასა და ევროკავშირში საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის აღიარების შესახებ.
გენადი არველაძემ ჯგუფის მონაწილეებს წარუდგინა DCFTA-ს შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი ვებგვერდი და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ვებგვერდის იმ ფუნქციებზე, რაც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს, მათ შორის მეწარმეებს საქართველოში წარმოებული პროდუქტების და მომსახურების ევროკავშირში ექსპორტის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაში.
საკონსულტაციო ჯგუფის წევრების მიერ გამოითქვა სხვადასხვა სახის წინადადებები ვებგვერდის კიდევ უფრო დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი -საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა