logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 2018 წელს ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ყოველწლიური ევროპული დიალოგი EuroDIG საქართველოში გაიმართება
2018 წელს ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ყოველწლიური ევროპული დიალოგი EuroDIG საქართველოში გაიმართება
19:23 07.06.2017

მიმდინარე წლის 6-7 ივნისს, ტალინში ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ყოველწლიური ევროპული დიალოგი EuroDIG 2017 გაიმართა. საქართველოს

მხრიდან EuroDIG 2017-ში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა მიიღო, სადაც EuroDIG-ის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველომ მიიღო შეთავაზება EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარების შესახებ.
EuroDIG 2018-ის ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი და ორგანიზატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იქნება, რაცევროპული ქვეყნების მიერ საქართველოს ინტერნეტმმართველობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების კიდევ ერთ მნიშვნელოვან აღიარებას ნიშნავს.
ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ყოველწლიური ევროპული დიალოგი ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბური, ღია და მრავალმხრივი პლატფორმაა.EuroDIG-ზესხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მონაწილეები ერთმანეთს მოსაზრებებს და საუკეთესო გამოცდილებას უზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი.
წელს EuroDIG 2017-ში მონაწილეობა ევროპული ქვეყნების 650-მდე წარმომადგენელმა მიიღო როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან.
გიორგი ჩერქეზიშვილი სიტყვით გამოვიდა EuroDIG 2017-ის ერთ-ერთ სადისკუსიო სესიაში, რომელიც ციფრული უთანასწორობის დაძლევის საკითხებს ეხებოდა. სესიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით ის დასახლებული პუნქტები დაიფარება, სადაც ოპტიკური ქსელი არ არის.
სესიაზე გიორგი ჩერქეზიშვილმა ხაზი გაუსვა მცირერიცხოვან დასახლებულ პუნქტებში ინტერნეტქსელების განვითარების ადგილობრივი ინიციატივების მნიშვნელობას და ამ პროცესებში კერძო სექტორის, სახელმწიფოსადა არასამთავრობო ორგანიზაციების შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამის წარმატებულ მაგალითს ერთ-ერთ მთიან რეგიონში ინტერნეტიზაციის პროექტი წარმოადგენს,რის განხორციელებაშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც იყო ჩართული.
სესიაზე მინისტრის მოადგილემ საქართველოში კავშირგაბმულობის სფეროს განვითარების მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა, შეეხო ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებს და სხვა.
EuroDIG 2017 დახურვის სესიაზე ღონისძიების მასპინძელი ქვეყნის-ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სვენ მიკსერმა გიორგი ჩერქეზიშვილს, როგორც მომავალი EuroDIG-ის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, EuroDIG-ის გარდამავალი დროშა გადასცა და EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარებაში წარმატებები უსურვა.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა