logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძემ ევროკავშირის კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
გენადი არველაძემ ევროკავშირის კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
17:29 07.06.2017
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება სახელწოდებით „სამართლებრივი დაახლოების პარადიგმა, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“ ევროკავშირის პროექტის, იუსტიციის სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებითჩატარდა. კონფერენციის პირველ პანელზე მოხსენებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე გამოვიდა.
„დღევანდელი ღონისძიება დაეთმო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების საკანონმდებლო დაახლოების პროცესს, მასში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობასა და თანამშრომლობას. პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს, რადგანაც ის გარკვეულ დახარჯებთან და დროსთანაა დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და საკანონმდებლო დაახლოება იყოს უმტკივნეულო კერძო სექტორისთვის და ზოგადად მოსახლეობისთვის. ჩვენ ასევე ყურადღება გამახვილეთ სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციურ განვითარებაზე. შესაბამისად, შევთანხმდით კოორდინირებულ მუშაობაზე როგორც პარლამენტთან, ასევე სხვა სამთავრობო უწყებებთან“-განაცხადა გენადი არველაძემ.
კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების ფარგლებში სამართლებრივი დაახლოების პროცესის მიმდინარეობა, სამართლებრივი დაახლოება და მთავრობის ინსტიტუციური და ადმინისტრაციული უნარები, ასევე, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული სამართლებრივი დაახლოების სახელმძღვანელო და მეთოდური რეკომენდაციები, სამართლებრივი დაახლოების ტექნიკები, მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით სხვაქვეყნების გამოცდილება.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. მისი თქმით, საქართველოს ამოცანა აქვს, დაასრულოს სამართლებრივი დაახლოება, რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას 2020 წლისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა