logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს
თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს
16:21 07.06.2017
მიმდინარე წლის 9-11 ივნისს, თბილისში, გამოფენების ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“ , ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო გამოფენა WinExpo-Georgia 2017 გაიმართება.
ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ერთობლივი პრეს-კონფერენცია „ექსპო-ჯორჯიას“ პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო გამრეკელმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა გამართეს.

„10 წლის ისტორიის მანძილზე, WinExpo-Georgia დამკვიდრდა, როგორც ღვინის წარმოების, დისტრიბუციისა თუ რეალიზაციის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა და მოყვარულთა შეხვედრის ადგილი. WinExpo-Georgia კავკასიის რეგიონში ერთადერთი გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინის ინდუსტრიის სრული სპექტრი. ეს არის გამოფენა და ბიზნესფორუმი ყველა დაინტერესებული პირისთვის, სადაც შექმნილია კომფორტული და საქმიანი გარემო, რაც ხელს უწყობს ბიზნეს ურთიერთობების დამყარებასა და პროდუქციის რეალიზაციის ზრდას“ - აღნიშნა ნინო გამრეკელმა.

მისივე თქმით, გამოფენის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, მსხვილ ბაიერებთან, შესაბამისი დანადგარებისა და აპარტურის მწარმოებლებსა და იმპორტიორებთან.
გამოფენის პარალელურად გაიმართება ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი, სადაც გამარჯვებულ საუკეთესო ღვინოებს გადაეცმათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები და საერთაშორისო დიპლომები.

როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, დამატებით, სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ღვინო დაჯილდოვდება უმაღლესი ჯილდოთი.

„წელს პირველად დამზადდება და გამარჯვებულებს გადაეცემა სახელობითი მედლები.ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები არიან ტიმ ატიკინი- თავმჯდომარე (დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ისა ბალი (თურქეთი), სარა ებოტი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ მესხი (საქართველო) და გოგი დაქიშვილი (საქართველო)“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მისი ინფორმაციით საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულ კომპანიებს გადაეცემა შემდეგი სახელობით მედლები:


 საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო - ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი
 საუკეთესო წითელი მშრალიღვინო - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი
 საუკეთესო წითელი ნახევრადტკბილიღვინო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი
 საუკეთესო თეთრი ნახევრადტკბილიღვინო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი
 საუკეთესო თეთრი ქვევრისღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი
 საუკეთესო წითელი ქვევრისღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი.


გამოფენა ოფიციალურად გაიხსნება 9 ივნისს, 11.00 საათზე.

2017 წელს გამოფენაში მონაწილეობს 97 კომპანია,წარმოდგენილი იქნება 170-ზე მეტი ღვინო.მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.

გამოფენას გახსნის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. სტუმრებს მიესალმებიან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე- გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე- გიორგი ჩოგოვაძე და საგამოფენო ცენტრი ექსპო-ჯორჯიას დირექტორი რესან ქიქავა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა