logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პირველი სექტემბრიდან მიმოქცევაში განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოვა
პირველი სექტემბრიდან მიმოქცევაში განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოვა
15:43 07.06.2017
მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს გაუშვებს.
ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ლარის განახლების პროცესი გრძელდება. 20, 50 და 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი შეემატა.

განახლებული 5 ლარი მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა: წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით.

ბანკნოტის უკანა მხარეს/რევერსზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები - "მეთევზე წითელ პერანგში" და "კალო". ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი.

5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.

10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი მოგვიანებით გამოვა, რაზეც საქართველოს ეროვნული ბანკი მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას.

განახლებული ბანკნოტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ სპეციალურ ვებგვერდს - www.ganakhlebulilari.ge

ინფორმაციისთვის, შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1-ლი თებერვლიდან, ხოლო 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი მიმოქცევაშია 2016 წლის 1-ლი ნოემბრიდან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა