logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თიბისი ლიზინგმა ინოვაციური პროდუქტი - სტარტო წარადგინა
თიბისი ლიზინგმა ინოვაციური პროდუქტი - სტარტო წარადგინა
10:51 07.06.2017
სტარტო არის თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი, რომელიც ფიზიკურ პირებს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ განაცხადის შევსებით შეიძინონ მეორადი ავტომობილები. სტარტო უნიკალური პროდუქტია, რადგან მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული. მანქანის შეძენის მსურველს აღარ მოუწევს ოფისში მისვლა, კონსულტანტთან გასაუბრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ლოდინი. სტარტოს მეშვეობით ყველაფერი უმოკლეს დროში, ონლაინ მოხდება.

ამისთვის საჭიროა, შერჩეული გქონდეთ სასურველი ავტომობილი და შეავსოთ მარტივი ონლაინ განაცხადი სტარტოს ვებ-გვერდზე www.starto.ge (თუ მანქანა განთავსებულია რომელიმე ვებგვერდზე, მომხმარებელს შეუძლია დააკოპიროს ლინკი, ასევე, შესაძლებელია სასურველი მანქანის ფოტოების ატვირთვაც). რამდენიმე წუთში სტარტოს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ პასუხს დაფინანსებაზე, გაივლის ყველა დეტალს და შეიძენს თქვენს სასურველ მანქანას, რომელსაც ლიზინგით სარგებლობაში გადმოგცემთ. თქვენ მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ სტარტოს ოფისში მისვლა ხელშეკრულების გასაფორმებლად და ავტომობილის რეგისტრაციის პროცედურისთვის. მთლიანი პროცესი დაახლოებით 30 წუთს გრძელდება.

ასევე, თუ უკვე გყავთ ავტომობილი, შეგიძლიათ მიიღოთ დაფინანსება მისი უზრუნველყოფით და განაგრძოთ მანქანით სარგებლობა ლიზინგის ვადის განმავლობაში. მათ, ვინც უკვე სარგებლობს ავტო-ლიზინგით ან ავტო-სესხით სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, შეუძლიათ სტარტოში პორტირება მოახდინონ.

სტარტოს პროდუქტებით სარგებლობისთვის საჭიროა იყოთ 21 წლის და ზევით, ავტომობილი კი მინიმუმ $2,000 აშშ დოლარად უნდა შეფასდეს.
სტარტოსგან დაფინანსების მიღება შეუძლია ყველას:
 თუ ავტომობილის შეძენა გსურთ და არ გაქვთ შესაბამისი დანაზოგი, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დაფინანსება 100%-მდე.
 თუ უკვე გყავთ ავტომობილი და გესაჭიროებათ თანხა, შეგიძლიათ ავტომობილის უზრუნველყოფით მიიღოთ მისი ღირებულების 100%-მდე.
 თუ გსურთ განაახლოთ ავტომობილი ან შეიძინოთ უფრო ეკონომიური, შეგიძლიათ მიიღოთ განსაკუთრებული პირობები ჰიბრიდულ ავტომობილებზე.
 თუ თქვენი საკრედიტო ისტორია არ არის დადებითი, ჩვენ განვიხილავთ განაცხადს და მცირედი დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინებით მიიღებთ დაფინანსებას.
სტარტოში წლიური საპროცენტო განაკვეთი ყოველი კონკრეტული ავტომობილის და კლიენტის შემთხვევაში ინდივიდუალურია და რამდენიმე მაჩვენებელზეა დამოკიდებული. მათ შორის, კლიენტის საკრედიტო ისტორიაზე, ავტომობილის ტიპზე, საბაზრო ღირებულებაზე და კლიენტის მხრიდან თანამონაწილეობის მოცულობაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა