logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტმა 64 პროცენტით იმატა
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტმა 64 პროცენტით იმატა
11:28 05.06.2017
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 41 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24,75 მლნ ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 64%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55,52 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც თანხობრივ გამოხატულებაში 58%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
„მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით გაიზრდა. ასევე გაზრდილია ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები და საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაც, რაც მიიღწევა ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული ღონისძიებებითა და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული სტრატეგიის საფუძველზე. ექსპორტი მატება დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ს და აგრეთვე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 160% (3234144), რუსეთი - 96% (14820976), უკრაინა - 28%(2364112), პოლონეთი - 17% (978360), ბელარუსი - 59% (416962), ლატვია - 17% (547 946), აშშ - 54% (148470), გერმანია - 18% (167 296), საფრანგეთი - 500% (89986), ისრაელი - 253% (92310), აზერბაიჯანი - 202% (77202) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -14820976, ჩინეთი -3234144, უკრაინა - 2364112, ყაზახეთი - 1 048 195 და პოლონეთი - 978 360 ბოთლი.
ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5521594 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 66%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 13,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73%-ს აღწევს.
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 73 586 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 95% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 205,2 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამგასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 47%-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 100,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 64% შეადგინა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა