logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკონომიკის სამინისტრომ ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტებს უმასპინძლა
ეკონომიკის სამინისტრომ ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტებს უმასპინძლა
12:12 03.06.2017
საქართველოში სტუმრად მყოფ ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტებს ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უმასპინძლა. სხვადასხვა ეროვნების 50-ზე მეტ სტუდენტს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა საქართველოს ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული ღვინის პრეზენტაცია, სადაც სტუმრებმა საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინო დააგემოვნეს.
„ეს ადამიანები სამომავლოდ არიან საქართველოს პარტნიორები როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორიდან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი სტუმრობა მათივე ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა იღებენ განათლებას და ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების განვითარებას. მათ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ, მათი მხრიდან დაისვა ძალიან ბევრი კითხვა და მოხდა გამოცდილების გაზიარება. ვფიქრობთ, რომ ასეთი ინიციატივები უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს მნიშვნელოვანია როგორცჩვენი სტუმრებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის და ახალი პარტნიორების შეძენისთვის“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ჩერქეზიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ჰარვარდის ბიზნესსკოლისსტუდენტებს საქართველოს ბიზნესგარემოსთან ერთად გააცნო ის მიღწევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ტურიზმისა და სარეიტინგო მიმართულებით. გიორგი ჩერქეზიშვილმა პრეზენტაციაში ასევე საქართველოს ტრანსპორტის, ინდუსტრიის, ენერგეტიკისა და ლოჯისტიკისსექტორების განვითარებასა და მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰარვარდის კურსდამთავრებულებთან კომუნიკაცია, რადგან ესხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც საქართველო უნდა შეუყვარდეთ და ჩვენი ქვეყანა გააცნონ თავიანთ კოლეგებსა და მეგობრებს. ჩვენ მათ გავაცანით საქართველოს შესაძლებლობები და ის პოტენციალი, რაც გაგვაჩნია. გვქონდა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ქართულ ღვინოზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები იქნებიან ქართული ღვინის ელჩები“ - აღნიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ჰარვარდის ბიზნესსკოლის ერთ-ერთი ქართველი სტუდენტის,ილია გოგიჩაიშვილის განცხადებით, თავად სტუდენტებს შორის გაჩნდა ინიციატივა, რომ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს.„მე და ჩემი ქართველი კოლეგა, მარიამ მელქაძე, ჩვენს უცხოელ თანაკურსელებთან ერთად ჩამოვედით საქართველოში, ბევრი კუთხე დავათვალიერეთ და მოხარულები ვართ, რომ დღეს ეკონომიკის სამინისტრომ გვიმასპინძლა და შევხვდით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს“ - განაცხადა ილია გოგიჩაიშვილმა.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტები რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ და საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლომდე დარჩებიან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა