საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციას (JETRO) ეწვია , სადაც
იაპონია-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებზე სემნარი გამართა .
შეხვედრას 50-ზე მეტი იაპონური კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის ისეთი წამყვანი საერთაშორისო კორპორაციებიდან, როგორიც არის TOYOTA, Toshiba, Mitsubishi, Nippon Electric Company და სხვა.
შეხვედრაზე JETRO-ს სტამბოლის ოფისის ხელმძღვანელმა იასუიუკი მურაჰაშიმ ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციას და სანდოობას.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესებისთვის. მისი განცხადებით ბიზნესკავშირებს და პროექტებს შეუძლიათ უმნიშვნელოვანესი როლი ითანამშონ საქართველო-იაპონიის ორმხრივ ურთიერთობებში.
მან მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს და იმედი გამოთქვა რომ აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად.
„იაპონია საქართველოს ახლო მეგობარი და ჭეშმარიტი პარტნიორია. ჩვენ ძალღონეს არ დავიშურებთ, რომ ამ პარტნიორობის ხარისხობრივად ახალ ეტაპზე ასაყვანად, რასაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყება. ეს გახსნის ახალ თავს საქართველო-იაპონიისეკონომიკური ურთიერთობებში“-განაცხადა ჯანელიძემ.
მინისტრმა ისაუბრა იაპონური კომპანიების საქართველოში საქმიანობის წარმტებულ მაგალითზებზე (Toyota, Mitsubishi, Japan Tobacco) და აღნიშნა მთავრობის დაინტერესება საქართველოს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროში იაპონურ კომპანიებთან წარმატებული თანამშრომლობის მიმართ. მიხეილ ჯანელიძემ ასევე მიმოიხილა საქართველოს ლიბერალური ბიზნეს-ეკონომიკური გარემო და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი. აღნიშნა აზიის რეგიონთან სავაჭრო ურთიერთობების პრიორიტეტულობა, ისაუბრა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე და ინდოეთთან ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე. მან ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით იაპონური სტანდარტების დამკვიდრების მნიშვნელობას, ისევე როგორც მაღალი ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროში იაპონიის გამოცდილების გაზიარებას.
შეხვედრაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაცია „საქართველო იაპონიის თვალთახედვიდან“ წარადგინა JETRO-ს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა იასუიუკი მურაჰაშიმ.
საქართველოში მიმდინარე წარმატებულ საქმიანობაზე ისაუბრა კომპანია Nippon Electric Company-ს ამერიკის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის განყოფილების გნერალურმა მდივანმა ჰირონობუ კუროსაკიმ.

















