logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აჭარას "ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტი ეწვია
აჭარას "ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტი ეწვია
15:57 02.06.2017
ბათუმს მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ. „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტ მი ენ ჰუასთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გამართა. შეხვედრას „ჰუალინგ ჯგუფის“გენერალური დირექტორი ვა შენგ ხინი და 30 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდნენ. რამაზ ბოლქვაძემ ინვესტორებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე და საპრივატიზაციო ობიექტებზე ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი კურორტ „გოდერძიზე“ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას შეეხო. აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია ინვესტორებს, სპეციალური პრეზენტაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მიაწოდა.

„აჭარას მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „ჰუალინგ ჯგუფი“ ეწვია. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ჰუალინგ ჯგუფის პრეზიდენტთან და კომპანიის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი აჭარის საინვესტიციო პოტენციალს შეეხო. კომპანიის წარმომადგენლებსრეგიონის საპრივატიზაციო ობიექტები გავაცანით. საქართველოში კომპანიის საინვესტიციო კაპიტალი 500 მლნ აშშ. დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში - 3,000-ს აღემატება. ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელსაც საქართველოში 8 პროექტი უკვე განხორციელებული აქვს, ამჯერად უკვე აჭარაში ინვესტირებით დაინტერესდა.

დღეს „ჰუალინგ ჯგუფ“-მა სხვადასხვა მიმართულებით ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რაც გვაძლევს დიდ მოლოდინს, რომ რეგიონში დამატებით ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება დაიწყება“- განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

დღესვე, ჩინელი ინვესტორები ბათუმში არსებულ საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთებს გაეცნენ. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ბათუმს დღეს დატოვებენ.

კერძო კორპორაცია „ჰუალინგ ჯგუფი“ 1988 წელს ჩინეთში დაარსდა. კორპორაციის ძირითადი საქმიანობა მოიცავს: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო მარკეტების მშენებლობას, გაქირავებას და მართვას; საგარეო ვაჭრობას; სასტუმროების ქსელის მშენებლობა-მართვას; დეველოპერული პროექტებისგანხორციელებას; ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკული და მეცხოველეობის პროექტების განვითარებას და ქველმოქმედებას. კომპანია საქართველოში უკვე 8 მსხვილ პროექტს ახორციელებს. კომპანიის საინვესტიციო კაპიტალი საქართველოში 500 მლნ აშშ. დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა, ჯამში 3,000-ს აღემატება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა