logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილ ჩინურ კორპორაციებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო
დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილ ჩინურ კორპორაციებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო
11:25 02.06.2017
საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის მსხვილი საინვესტიციო-ინდუსტრიული კორპორაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიც საქართველოში „ჰუალინგ ჯგუფის“ მოწვევით იმყოფებიან.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინელ ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობასა და ბიზნეს-გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა მიზნებსაც საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების ხელშეწყობა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება წარმოადგენს.
პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებულად დიდი შეფასება მისცა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, რომელმაც, მისი თქმით, ახალ სიმაღლეზე აიყვანა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა.
შეხვედრაზე ჩინური ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდნენ. მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ეკონომიკის ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტექსტილის წარმოება, ტურიზმი, სასტუმრო ბიზნესი, საბანკო-საფინანსო სექტორი და სხვ. აღინიშნა, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ისინი ეწვევიან დასავლეთ საქართველოს, მათ შორის, ქუთაისსა და წყალტუბოს, სადაც კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს დაათვალიერებენ.
საქართველოში ჩინელი ინვესტორების სტუმრობის მიზანია, გაეცნონ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს და კონკრეტულ პროექტებს. ჩინური კერძო ინვესტორების დაინტერესება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ჩინეთიდან პოტენციური ინვესტორების წარმომადგებლობითი დელეგაციის შემადგენლობაში ორი მსხვილი საინვესტიციო-ინდუსტრიული კონგლომერატის - “Wuhan Contemporary Science and Technology Industry Group”-ისადა „Shenzhen LanRun Financial Holding Group“-ის ხელმძღვანელი პირები შედიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა