logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძე: მინდა ჩვენს ქვეყანას აკრედიტაციის საერთაშორისო აღიარება მივულოცო
გენადი არველაძე: მინდა ჩვენს ქვეყანას აკრედიტაციის საერთაშორისო აღიარება მივულოცო
20:06 01.06.2017
საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგები საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული -ევროპული აკრედიტაციის ( EA) გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარების შეთანხმებას (EA BLA).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, შეთანხმება მოიცავს ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ აკრედიტაციებს შემდეგ სფეროებში: გამოცდები და დაკალიბრება, პროდუქტის სერტიფიკაცია, პერსონალის სერტიფიკაცია და ინსპექტირება. ამ სფეროებში აკრედიტებული პირების მიერ გაცემული გამოცდის ოქმები და სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირის და ევროპის აკრედიტაციის სხვა წევრი ქვეყნების მიერ.

,,მინდა ჩვენს ქვეყანას ევროპული აკრედიტაციის მიერ აკრედიტაციის საერთაშორისო აღიარება მივულოცო.ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, ჩვენი აკრედიტაციის სფერო იყოს საერთაშორისოდ აღიარებული. ეს არის ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი, ეს არის ამ სფეროში პირველი წარმატება, რომელიც საშუალებას იძლევა შესაბამისი სფეროების მიხედვით სერტიფიკატების, ლაბორატორიების, შპს-ების სერტიფიკატების საერთაშორისოდ აღიარება მოხდეს“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

მისი თქმით, უმრავლეს შემთხვევაში ექსპორტიორს უცხოეთში გამოცდების და სერტიფიკაციის ჩატარება აღარ დასჭირდება.

,,ეს ხელს შეუწყობს ჩვენს მეწარმეებს, რომ დაზოგონ დრო და ის ხარჯი, რომელიც მათ ამ დრომდე უწევდათ, სანამ ჩვენს შესაბამის სფეროებში არ არსებობდა საერთაშორისო აკრედიტაციის აღიარება. მე მინდა ის სფეროები გამოვყო, სადაც ჩვენ საერთაშორისო აღიარება მივიღეთ, ეს არის: გამოცდები და დაკლიბრება, პროდუქტის სერტიფიკაცია, პერსონალის სერტიფიკაცია და ინპეექტირება. ეს ის სფეროებია, სადაც ჩვენ საერთაშორისო აკრედიტაცია მივიღეთ. ჩვენ, მას შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმებას (რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება) მოვაწერეთ ხელი, მისი ძალაში შესვლის შემდეგ, 2014 წელს გავაკეთეთ განაცხადი ევროპულ აკრედიტაციასთან მიერთებასთან დაკავშირებით. შესაბამისად 2014 წლის ნოემბერში ამ განაცხადის შემდეგ ჩატარდა ორი საერთაშორისო მისია“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საგამოცდო ლაბორატორიებში აკრედიტირებულია დაახლოებით - 101 პირი, საკალიბრებელ ლაბორატორიაში - 7, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოში - 6, ასევე პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო, სადაც არის 6 პირი აკრედიტირებული და ინსპექტირების ორგანო, სადაც 79 აკრედიტირებული პირია.
ქართული აკრედიტაციის აღიარება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციისთვის ტექნიკურ ბარიერებს შეამცირებს და ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა