logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო რობოტიქსის სფეროში იაპონიის გამოცდილებას ეცნობა
საქართველო რობოტიქსის სფეროში იაპონიის გამოცდილებას ეცნობა
15:27 01.06.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა იაპონიის რობოტიქსის ასოციაციაში და ტოკიოს თანამედროვე მეცნიერებათა მუზეუმში. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა მაღალი ტექნოლოგიების, რობიტიქსის სფეროსა და მეცნიერების მიმართულებით იაპონიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.

იაპონიის რობოტიქსის ასოციაციაში შეხვედრა გაიმართა ასოციაციის გენერალურ მდივანთან შიგეკაი იანისთან და ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ჰიროში ფუჯივარასთან.

შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას წარუდგინეს პრეზენტაცია რობოტიქსის სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციების შესახებ, მათ შორის, რობოტიქსის ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები როგორც საწარმოო ასევესამედიცინო და გარემოს დაცვის სფეროებში. ქართულმა მხარემ ასოციაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია მაღალი ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში არსებული გამოცდილების შესახებ და გამოთქვა დაინტერესება მომავალშიგააღრმავოს თანამშრომლობა იაპონიის მხარესთან ამ მიმართულებით.

მიხეილ ჯანელიძემ რობოტიქსის ასოციაციის აღმასრულებელი დივანი ვიზიტით მოიწვია საქართველოში, თავის მხრივ იაპონურმა მხარემ შესთავაზა საქართველოს ეწვიოს ტოკიოს რობოტების საერთაშორისო გამოფენას 2017 წლის ნოემბერში,სადაც შეძლებს ადგილზე გაეცნოს რობოტიქის პროდუქციას და ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებთან დაამყაროს პირდაპირი კავშირები.

ტოკიოს თანამედროვე მეცნიერებთა და ტექნოლოგიის მუზეუმში „მირაიკან“ შეხვედრა გაიმართა მუზეუმის აღმასრულებელ დირექტორთან მამურო მორისთან. მსოფლიოში მაღალი ტექნოლოგიების სფეროში წამყვანი სამეცნიერო ცენტრი მუზეუმის ფარგლებში აერთიანებს სხვადასხვა სამეცნიერო ლაბორატორიებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობებს. მამორუ მორიმ გამოთქვა დაინტერესებამუზეუმთან არსებული სხვადასხვა პროექტების ფარგლებში უმასპინძლოს ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს, და ასევე მიიწვია ქართული მხარე ტოკიოში 2017 წელს დაგეგმილ სამეცნიერო ფორუმზე „SCWS 2017”.

დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია საერთაშორისო კორპორაცია ჰიტაჩის, სადაც შეხვედრა გაიმართა კომპანიის ხელმძღვანელობასთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა