logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძემ საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
გენადი არველაძემ საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
22:47 30.05.2017
13 წლიანი პაუზის შემდეგ ათენში, საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-3 სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გეორგიოს კატრუგალოსი უძღვებოდნენ.
გადაწყვეტილება საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მორიგი სხდომის ჩატარების თაობაზე 2017 წლის 28 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ათენში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიიღეს. საბერძნეთის დედაქალაქში ერთობლივი კომიტეტის სხდომა გადაწყვეტილებიდან ზუსტად ორ თვეში, უმოკლეს პერიოდში გაიმართა.
კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეკონომიკური დიალოგის გააქტიურებასა და საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის ფუნქციონირების აღდგენის თაობაზე იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარეებმა კომიტეტის წევრებს ინფორმაცია ორი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსა და ორმხრივ ვაჭრობაში არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდეს. ამასთან, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და მრეწველობა, ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და რეგიონალური თანამშრომლობა, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, კულტურა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს. საბერძნეთის მხარემ აღნიშნულ პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.
სხდომის დასასრულს ხელი მოეწერა საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-3 სხდომის ოქმს.
საქართველოსა და საბერძნეთს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარების მიზნით, 2017 წლის 7-8 ივნისს, ქ. თბილისში დაგეგმილია საქართველო-საბერძნეთის ბიზნეს-ფორუმის გამართვა. ფორუმის ფარგლებში ქართული და ბერძნული კომპანიების წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით პირისპირ მოლაპარაკებების გამართვის საშუალება მიეცემათ. საბერძნეთის ბიზნესდელეგაციას საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტერენს-ნიკოლაოს ქუიკი უხელმძღვანელებს.
2004 წელს გამართული სხდომის შემდეგ საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის სხდომა პირველად გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა