logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნინო ჯავახაძემ 2017 წლის აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაფასა
ნინო ჯავახაძემ 2017 წლის აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაფასა
16:07 30.05.2017
„წინასწარი შეფასებით, 2017 წლის აპრილში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მეტალურგიული მრეწველობის, უძრავი ქონების და სასტუმრო/რესტორნების სექტორში“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 2017 წლის 4 თვის საშუალო ზრდა 4.3%-ია, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2.1%-ს შეადგენს.
„სასტუმროების და რესტორნების სექტორში დაფიქსირებული ზრდა პირდაპირ კავშირშია ტურიზმის ზრდასთან, სადაც შთამბეჭდავი ციფრებია. ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითად მოქმედებდა საგარეო ფაქტორები. კერძოდ, 2017 წლის აპრილშისაქონლის ექსპორტი გაიზარდა 28%-ით, ფულადი გზავნილები - 12%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა - 10.2%-ით, ხოლო სექტორიდან მიღებული შემოსავლები 26%-ით არის გაზრდილი“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2017 წლის აპრილში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 10.3%-ით გაიზარდა.
„რაც შეეხება ზრდაზე მოქმედ სხვა ფაქტორებს, დაბალი აქტივობა დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში და შედეგად, წინა წელთან შედარებით შემცირებულია სამშენებლო კომპანიების ბრუნვა. ასევე კლება იყო თხილის წარმოება/ექსპორტის მიმართულებით, რაც თხილის მწარმოებელი კომპანიების მოსავლიანობის შემცირებით არის განპირობებული. მოსავლიანობის შემცირება თხილის გარკვეული ტიპის დაავადებების გავრცელებას უკავშირდება. შედეგად, შემცირდა დამატებული ღირებულება საკვები პროდუქტების წარმოების სფეროში“ - განაცხადა ჯავახაძემ.
მისივე თქმით, 2017 წლის წინა თვეებთან მიმართებით 2017 წლის აპრილში შედარებით დაბალი ეკონომიკური ზრდა არ უნდა შეფასდეს, როგორც ზოგადი ზრდის ტენდენციიდან გადახვევა. „საშუალო ეკონომიკური ზრდა მაღალი რჩება და გაუმჯობესებულ საგარეო ფაქტორებთან ერთად საფუძველს ქმნის მთავრობის მიერ დადგენილი 4%-იანი ზრდის მაჩვენებლის უზრუნველყოფისთვის“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა