logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თემურ ბასილია: ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რა მოხდება, თუ საქართველოში უმუშევართა არმიას კიდევ 1,5 მილიონი ემიგრანტი დაემატება
თემურ ბასილია: ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რა მოხდება, თუ საქართველოში უმუშევართა არმიას კიდევ 1,5 მილიონი ემიგრანტი დაემატება
14:53 28.05.2017
საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თემურ ბასილია პატრიარქის განცხადებაზე, სადაც უწმინდესმა დიასპორის წარმომადგენლებს იმ ქვეყნებში დარჩენისკენ მოუწოდა, სადაც არიან, - საზოგადოებისა რეაქციას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

"რამდენიმეჯერ წავიკითხე რომ ზოგიერთ პირს უკმაყოფილება გამოუთქვამს საქართველოს პატრიარქის რჩევაზე ემიგრანტების მიმართ, რომ დარჩნენ იმ ქვეყნებში სადაც არიან და შეინარჩუნონ კავშირი თავის სამშობლოსთან.
წარმოუდგენიათ პატრიარქის „კრიტიკოსებს“ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა, მილიონნახევარი ქართველი ემიგრანტი მართლაც რომ დაბრუნდეს სამშობლოში? ოფიციალური მონაცემებით ამჟამად საქართველოში 11.8 %-ია უმუშევრობის დონე (ანუ, დაახლოებით 400 ათასამდე პირია დაუსაქმებელი); რეალურად, ალბათ გაცილებით მეტია, რადგან მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და აღრიცხვის წესის მიმართ არაერთი კითხვა არსებებს. ანუ, ოფიციალური მონაცემებიც კი ადასტურებს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვისაც კი არ არის საკმარისი სამუშაო ადგილი, და რომ საქართველოს ყოველი მეათე მოქალაქე უმუშევარია. წარმოიდგინეთ რა მოხდება, როდესაც დღეს საქართველოში მცხოვრებ 400 ათას უმუშევარს, ემიგრაციიდან დაბრუნებული მილიონნახევარი ადამიანი რომ დაემატება ...
რაც შეეხება ხელფასს, ოფიციალური მონაცემებით საქართველოში დასაქმებული პირების საშუალო ხელფასი 900 ლარია, რაც 380 დოლარს შეადგენს ამჟამინდელი გაცვლითი კურსით. შეადარეთ ეს იმ ხელფასს, რასაც უცხოეთში წასული ადამიანი იღებს ...
როგორც ჩანს, ბევრმა არ იცის, რომ 2012 წლიდან მიმდინარე წლის მაისამდე ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს მასშტაბისთვის უზარმაზარი თანხა - 6.9 მილიარდი (!) აშშ დოლარი გადმორიცხეს საქართველოში"-წერს ბასილია.
მისივე თქმით, თვალსაჩინოებისთვის შეიძლება ვნახოთ, რომ იმავე პერიოდში საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციები მცირედით ნაკლებია ქართველი ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზე და იგი 6.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
"გასათვალისწინინებელია, რომ ეს „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“ ძირითადად, ბანკების მიერ მოზიდული სახსრებია, რომლებიც არა რეალური ეკონომიკის განვითარებას ხმარდება, არამედ მევახშეობაში მიდის, რაც შემდეგში საკმაოდ მაღალი პროცენტით არის უკან დასაბრუნებელი.
ცნობისთვის, 2012 წელს ქართველი ემიგრანტების ფინანსურმა გზავნილებმა 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 2013 წელს – 1.5 მილიარდი აშშ დოლარი, 2014 წელს – 1.4 მილიარდი აშშ დოლარი, 2015 წელს - 1.1 მილიარდი აშშ დოლარი, 2016 წელს - 1.2 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 4 თვეში - 400 მილიონ აშშ დოლარამდე. (მონაცემები აღებულია ეროვნული ბანკის ვებ გვერდიდან).
რა თქმა უნდა, ქართველი ემიგრანტები თავიანთი შემოსავლების ნაწილს უგზავნიან თავიანთ ოჯახებსა და ახლობლებს, რომელთათვის ეს საკმაოდ დიდი შემოსავალია. ბევრი ოჯახი საქართველოში სწორედ ასეთი გზავნილების ხარჯზე ცხოვრობს. ამავე დროს, როგორც უკვე ვნახეთ, ემიგრანტების ფინანსური გზავნილები ქვეყანაში ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. რომ არა ქართველი ემიგრანტების ფინანსური გზავნილები, საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო მწვავე პრობლემების წინაშე იქნებოდა - მკვეთრად შემცირდებოდა ქვეყნის სავალუტო რეზერვები, საფრთხის ქვეშ დადგებოდა ისედაც მყიფე მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ქვეყანა დადგებოდა ჰიპერინფლაციის საფრთხის წინაშე და ლარის გაუფასურებაც საგანგაშო ზღვარს მიუახლოვდებოდა"-მიიჩნევს ბასილია.
მისივე შეფასებით, რაც შეეხება ემიგრანტების კავშირს თავის სამშობლოსთან, მათი დიდი ნაწილი არა თუ ინარჩუნებს საქართველოსთან ურთიერთობას, არამედ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დაეხმაროს თავის ქვეყანას. სწორედ, ქართველი ემიგრანტების ინიციატივით და მხარდაჭერით არის გახსნილი არაერთი ქართული ეკლესია ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში; ასევე, გახსნილია საკვირაო სკოლები სადაც ქართველი ემიგრანტების შვილები სწავლობენ ქართულ ენას და საქართველოს ისტორიას.
"სასურველი იქნებოდა, რომ ასეთ საკვირაო სკოლებს უფრო მეტად დაეხმაროს ქართული სახელმწიფო, რათა მეორე თაობის ქართველმა ემიგრანტებმა უფრო მეტი იცოდნენ თავიანთი სამშობლოს შესახებ"-აცხადებს ბასილია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა