logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: საერთაშორისო ინვესტორებმა საქართველოს და მის კორპორატიულ სექტორს ნდობა გამოუცხადეს
დიმიტრი ქუმსიშვილი: საერთაშორისო ინვესტორებმა საქართველოს და მის კორპორატიულ სექტორს ნდობა გამოუცხადეს
18:51 25.05.2017
„საქართველოს ბანკის“ მიერ ლარში დენომინირებული ევროობლიგაციების გამოშვებას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისტორიული მოვლენა უწოდა. „საერთაშორისო ინვესტორებმა პირველად საქართველოს ისტორიაში გამოუცხადეს ნდობა როგორც საქართველოს კორპორატიულ სექტორს, ასევე ქვეყანას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქართველოს ბანკის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაური და ამავე ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე.
„საქართველოს ბანკმა“ 500 მლნ ლარის მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვების შესახებ განაცხადა, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები ადგილობრივ ვალუტაში განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 11%-ს შეადგენს, ხოლო ვადა - 2020 წლის ივნისამდეა. "საქართველოს ბანკის" ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება.
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარით დენომინირებული ევროობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ლარიზაციის მიმართულებით. მისი თქმით, აღნიშნული სტრატეგია ასევე ითვალისწინებს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რომლის აუცილებელი კომპონენტია ბაზარზე ქართული კორპორატიული სექტორის ეროვნული ვალუტით დენომინირებული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების ხელმისაწვდომობა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეროვნული ვალუტის ევროობლიგაციების გამოშვება ასევე ხელს შეუწყობს ლარის შემდგომ პოპულარიზაციას საერთაშორისო ინვესტორებს შორის, რაც მნიშვნელოვანია მათი ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლის თვალსაზრისით.
„რადგან უცხო ქვეყნის ინვესტორებმა გამოხატეს ნდობა პირველი ფასიანი ქაღალდის მიმართ, რომელიც საქართველოს კორპორატიული ბაზრის მხრიდან იყო განთავსებული, ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება შემდგომი განთავსებები და საქართველოსა და მისი კორპორატიული სექტორის განვითარების კვალდაკვალ,ჩვენი ბაზრის მოცულობა გაიზრდება,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გარიგების დასრულება მოხდება 2017 წლის 1-ელ ივნისს. ობლიგაციები გამოიცემა და გაიყიდება გამოსაცემი ფასის 100%-ში. ობლიგაციების საკრედიტო რეიტინგებია: BB- (Fitch) და Ba3 (Moody's). აღნიშნული ტრანზაქციის ხელმძღვანელები J.P. Morgan-ი და Renaissance Capital-ი იყვნენ, თანახელმძღვანელი კი „გალტ ენდ თაგარტი“. ტრანზაქციის ხელმძღვანელებისა და კომპანიის იურიდულ მრჩევლები Dechert LLP-ი და Baker & McKenzie LLP-ი.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა