სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” ხვალ ICAO საბჭოს პრეზიდენტი დოქტორ ბენარ
დალიუ და ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს დირექტორი ლუის ფონ სეკადიალმეიდა საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვდრას გამართავს.
ბიზნესშეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და შპს “საქაერონავიგაციის” მასპინძლობით გაიმართება.
საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტს პირველად მასპინძლობს.
შეხვედრა 14.00 საათზე დაიწყება.

















