logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: „საქართველოს ბანკის“ მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციების განთავსება ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა
პრემიერი: „საქართველოს ბანკის“ მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციების განთავსება ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა
14:02 25.05.2017
„საქართველოს ბანკის“ მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციების განთავსება არის ჩვენი ქვეყნისა და საფინანსო სექტორის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება"-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს საფინანსო ინსტიტუტი საერთაშორისო ბაზრებზე ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს ყიდის.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ახდენენ ინვესტირებას, ენდობიან ეროვნულ ვალუტას. ეს არის სამწლიანი ობლიგაციები 11%-ის შემოსავლიანობით და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან საერთაშორისო ბაზარზე, ისტორიაში პირველად, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაცია დაფიქსირდა. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ურისკო განაკვეთი, ანუ ის განაკვეთი, რომლითაც მთავრობა სესხულობს, კიდევ უფრო დაბალი იქნება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საერთაშორისო ინვესტორები ენდობიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ეროვნულ ვალუტას. ეს ნამდვილად დიდი მოვლენაა და მინდა, ყველას მივულოცო.
ეს 500 მილიონი ლარის რესურსი მიიმართება ქვეყნის ბიზნესის, საწარმოების, მეწარმეთა დაფინანსებისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ინექცია იქნება.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თანხის მოზიდვა მოხდა არა უცხოურ, არამედ ეროვნულ ვალუტაში. ანუ ინვესტორმა, რომელიც ობლიგაციას ყიდულობს, იცის, რომ მას ლარში გადაუხდიან იმ ვალს, რომელსაც დღეს „საქართველოს ბანკი“ მოიზიდავს. ანუ ის ენდობა ეროვნულ ვალუტას და საქართველოს, ენდობა იმ კურსს, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. ეს არის ქვეყნის ნდობა, ქვეყნის წინგადადგმული ნაბიჯი და გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას"-განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა