logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრებს შეხვდა
16:33 24.05.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს მე-2 გაფართოებულ სხდომას დაესწრო. საბჭო 37 ბიზნესასოციაციას, მათ შორის, სოფლის მეურნეობის დარგობრივ ასოცოაციებს აერთიანებს.
ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მინისტრმა სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ მდომარეობაზე, განხორციელებულ რეფორმებსა და სისტემურ ცვლილებებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა საბჭოს წევრებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმწოფო პროგრამები გააცნო და დარგის განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში არსებობს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი, რაც მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული. ამ პროცესში კი ბიზნესსექტორის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია.
,,პირდაპირი კომუნიკაცი ბიზნესექტორის წარმომადგენლებთან საშუალებას იძლევა მოხდეს დარგში არსებული პრობლემების, გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების განხილვა და მსჯელობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილებები, რასაც სახელმწიფო მიიღებს, შეჯერებული იყოს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
გაფართოებულ სხდომაზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ საბჭო ორი ძირითადი მიმართულებით - რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეების და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ცენრების ხელშეწყობის კუთხით აქტიურად მუშაობს. ორივე ამ მიმართულებით მუშაობას სავაჭრო-სამრეწველო პალატა სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების მხარდაჭერით ახორციელებს.
,,სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს დაგეგმილი აქვს რეგიონული, დარგობრივი ასოციაციების დაფუძნება და რეგიონებში სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება. ეს კიდევ უფრო გააქტიურებს სახელმწიფო და კერძო სექტორის კომუნიკაციას“, - აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.
სხდომის ფარგლებში გაიმართა დისკუსია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა საბჭოს წევრების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს მე-2 გაფართოებულ სხდომაზე პალატის ახალი სტრატეგის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, პალატის ახალ წევრებად კახეთის მეღვინეთა გილდია და მეწარმე ქალთა საბჭო, ხოლო თანადამფუძნებლად მემწვანილეთა ასოციაცია მიიღეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა