logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 გიორგი გახარია თურქეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
გიორგი გახარია თურქეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
16:30 23.05.2017
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. გიორგი გახარიამ და ნიჰათ ზეიბექჩიმ საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის საკითხებზე ისაუბრეს და აღნიშნეს ის დიდი პოტენციალი, რაც ორ ქვეყანას გააჩნია ექსპორტ-იმპორტის, ტურიზმის, ინოვაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ურთიერთანამშრომლობის მიმართულებით.
როგორც გიორგი გახარიამ შეხვედრაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თანმიმდევრული გაღრმავებისა და ლიბერალიზაციის შედეგად, თითქმის ყველა სფეროში წარმატებული პროექტები ხორციელდება. მისი შეფასებით, თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობა იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალისაკუთარიხალხისკეთილდღეობისგასაზრდელად.
„ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებით განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგია ის ფაქტი, რომ თურქეთის რესპუბლიკა უკანასკნელი წლების განმავალობაში წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. საქართველოს თურქეთთან სავაჭრო ბრუნვისწილი საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 16%-ს შეადგენს, რითაც დასტურდება სავაჭრო ურთიერთობების მოცულობის ზრდის ტენდენცია. 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტმა 76 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ექსპორტის მიხედვით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი მე-3 ადგილზეა“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე მოლაპარაკებებს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციას და ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის დამატებას.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია,მიმდინარე მოლაპარაკების ფარგლებში თურქეთის მხრიდან განხილულ იქნას ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაცია ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ღვინო, თაფლი, ცოცხალი პირუტყვი, ყურძენი, ჩაი, ხილი და ხილის ჩირი, ხილის ჯემები, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, თევზის ფქვილი და სხვა პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს თურქეთის ბაზარზე ქართული წარმოშობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობის ზრდას, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და უფრო მეტ ქართველ მეწარმეს მისცემს საშუალებას ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაჩქარდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის სერვისებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი.
შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა თურქი ინვესტორების მზარდ ინტერესს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების მიმართ და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ინვესტიციების სფეროში. მინისტრის ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემებით, თურქეთიდან შემოსული ინვესტიციების რაოდენობამ 73 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობამ 272 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 275%-ით (4-ჯერ) აღემატება გასული წლის მაჩვენებელს და საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მუცულობის 17%-ს შეადგენს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა