logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ხულოს გამგეობაში შეხვედრა გაიმართა
პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ხულოს გამგეობაში შეხვედრა გაიმართა
15:49 23.05.2017
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია აჭარის რეგიონალური პროექტების წარმომადგენლებმა წარადგინეს.
პროგრამა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. მასში მონაწილეობის მიღება ახალი ბიზნესის წამოწყების ან არსებულის გაფართოების ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
პროგრამა ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე მონაწილეები თავიანთ ბიზნეს იდეებს წარადგენენ, რის შედეგადაც გამოვლინდება საუკეთესო ბიზნეს იდეის ავტორი. ამ ეტაპზე გამარჯვებულებს ჩაუტარდებათ ტრენინგი მეწარმეობის შესახებ, რომლის ფარგლებში მონაწილეები ბიზნეს გეგმის მომზადების საკითხებსაც შეისწავლიან.
მომდევნო ეტაპი ბიზნესგეგმის წარდგენას მოიცავს, განაცხადის შევსების შემდეგ გამოვლინდებიან საუკეთესო ბიზნესგეგმების ავტორებიც. მეორე ეტაპის გამარჯვებულები პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას მიიღებენ, ასევე მათ ინდივიდუალური და ჯგუფური ტრენინგები ჩაუტარდებათ.
ბიზნესიდეათა თემატური მოცულობა არ არის შეზღუდული, ისინი შეიძლება უკავშირდებოდეს ნებისმიერ სფეროს – სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას, განათლებას თუ სხვას.
პროგრამა საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შუძლია, თუ ის საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეა, არ არის საჯარო მოხელე და არ გააჩნია ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე.
თანადაფინანსება შემდეგნაირად განხორციელდება: ერთი მეწარმისთვის თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 5000 ლარი, ორი მეწარმისთვის – 10 000 ლარი, ხოლო სამი მეწარმისთვის 15 000 ლარი იქნება.
კონკურსში გამარჯვებული განახორციელებს მინიმუმ 20 %-იან თანხობრივ თანამონაწილეობას.
კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყო და 31 მაისამდე გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა