logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
12:19 23.05.2017
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრს ბიულენთ თუფენქჩის შეხვდა. შეხვედრა თურქეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომა ჩატარდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობაზე საბაჟო და ორმხრივი ვაჭრობის სფეროებში. აღინიშნა, რომ თანამშრომლობის ხარისხი ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არის სანიმუშო და ორიენტირებულია შემდგომი დინამიური განვითარებისკენ. ითქვა, რომ ყოველი კონკრეტული პროექტი მიმართულია საქართველოს და თურქეთის გავლით სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდისკენ.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო და თურქეთი,გეოგრაფიული ადგილმდებარეობის უნიკალურობის შედეგად, ბუნებრივი მოკავშირეები არიან ტრანზიტული მარშრუტების განვითარებისკენ მიმართულ ნებისმიერი პროექტის იმპლემენტაციისას. მისი თქმით, საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ინიციატივას აბრემუშის უძველესი გზის აღდგენასთან დაკავშირებით.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სატრანსპორტო დერეფნის ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება, რაც სატრანზიტო პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სატრანსპორტო პროექტებზე, რომლებიც გაზრდიან არა მხოლოდ საქართველოსა და თურქეთის, არამედ რეგიონის სარტრანზიტო შესაძლებლობებს. ერთ-ერთ ასეთ პროექტად დასახელდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომლის მშენებლობაც დასასრულს უახლოვდება. ასევე დასრულდება სარფის გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია თურქეთის მხარეს და დაგეგმილია ვალეს გამშვები პუნქტის განახლება.
აღინიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს წარმატებული პრაქტიკა საბაჟოსა და რკინიგზას შორის ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის თაობაზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული პრაქტიკის რეგიონალურ დონეზე გაფართოებას შეეწყოს ხელი.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საბაჟო ადმინისტრაციების ჩართულობით ერთობლივი შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობებაზე, რომლის დროსაც განხილული იქნება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ორი ქვეყნის თანამედროვე ურთიერთობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამ მიზნით, დაისვა წინადადება, რომ ქვეყნებს შორის არსებული საბაჟო-გამშვებ პუნქტებს დაემატოს დამატებითი სერვისები, მათ შორის, კარწახის გამშვებ პუნქტზე - ფიტოსატინარიული შემოწმების მიმართულებით.
გარდა ამისა, მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის პროგრამის ფარგლებში. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების პროგრამის სამოქმედო გეგმის მიხედვით მუშაობის გააქტიურება, რომლის შედეგად ორივე ქვეყნის შესაბამისი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გაუმარტივდებათ ორმხრივი ვაჭრობის პროცედურები და შემცირდება საბაჟო კონტროლის პროცედურები და ისინი ისარგებლებენ გამარტივებული საბაჟო პროცედურებით.
შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქეთის საბაჟო სამსახურების თანამშრომლობა კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. აღინიშნა, რომ ამ მხრივ მიმდინარეობს აქტიური კოოპერაცია ზრდის ქვეყნებს შორის ეკონომიკური საზღვრების დაცულობის ხარისხის.
შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრი მოიწვია საქართველოში 7 - 9 ივნისს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია - გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა