logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 დიმიტრი ქუმსიშვილმა BSEC- ის საიუბილეო სამიტში მონაწილეობა მიიღო
დიმიტრი ქუმსიშვილმა BSEC- ის საიუბილეო სამიტში მონაწილეობა მიიღო
21:14 22.05.2017
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) დაარსების 25-ე იუბილესთან დაკავშირებით  BSEC-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტი გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით.
ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციების წინაშე გამოსვლისას, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა BSEC-ის როლს, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით წამყვან რეგიონულ ორგანიზაციას. აღინიშნა, რომ ორგანიზაციის მხრიდან საჭიროა ახალი ინიციატივებისა და ერთობლივი პროექტების ხელშეწყობა, რათა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვით, BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხი გაიზარდოს.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-სატრანზიტო პროექტებში და მხარს უჭერს რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, მულტიმოდალური ბლოკ-მატარებელი „Silk Wind“, სატრანსპორტო დერეფნები „Lapis Lazuli“ და „სპარსეთის ყურე, ირანი - შავი ზღვა, ევროპული ქვეყნები“.
ამასთან საქართველო, როგორც სტრატეგიული რეგიონული პარტნიორი, „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ გლობალური პროექტის ცენტრალური კორიდორის განვითარებას მხარს უჭერს. ასეთი კორიდორის მიზანია უზრუნველყოს ტვირთის ეფექტურად მოძრაობა შორეული აზიიდან, შავი ზღვის რეგიონის გავლით ჩრდილო-დასავლეთი ევროპის მიმართულებით და პირიქით სარკინიგზო გზის მეშვეობით.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში უსაფრთხოებისა და კონფლიქტების დარეგულირების მხრივ არსებულ პრობლემებზე, რომლებიც აფერხებენ BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეფექტური ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.
სამიტის ფარგლებში მიღებულ იქნა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) დაარსების 25-ე საიუბილეო დეკლარაცია, რომლის ტექსტი შეთანხმდა 2017 წლის 21 მაისს გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) სპეციალურ სხდომაზე.
საქართველოს დელეგაციის მოთხოვნით, დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა BSEC-ის წევრი ქვეყნების მიერ გაეროს წესდებით, ჰელსინკის დასკვნითი აქტის და ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიით გათვალისწინებული პრინციპებისა და წესების დაცვის მხარდაჭერა.
ქართული მხარის წინადადებით, BSEC-ის სამიტის დეკლარაციაში პირველად იქნა დაფიქსირებული დებულებები შავ ზღვაში საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფისა და BSEC-ის წევრ სახელმწიფოებში ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა (Internally Displaced Persons - IDP) უფლებების დაცვის აუცილებლობის თაობაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა