მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში 74 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან
18,9% იმერეთში, 17,6% - ქვემო ქართლში, 14,9% - კახეთში, 13,5% - შიდა ქართლში, 12,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დანარჩენი 23,0% სხვა რეგიონებშია განთავსებული.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის I კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 74,4 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 56,3% მსხვილფეხა, ხოლო 43,7% - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2463,2 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აჭარა (3) 4.1% გურია (4) 5.4% თბილისი (4) 5.4% იმერეთი (14) 18.9% კახეთი (11) 14.9% მცხეთა-მთიანეთი (4) 5.4% სამეგრელო-ზემო სვანეთი (9) 12.2% სამცხე-ჯავახეთი (2) 2.7% ქვემო ქართლი (13) 17.6% შიდა ქართლი (10) 13.5% საქართველოში მოქმედი ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოები რეგიონების მიხედვით, 2017 წლის I კვარტალი სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) 2 სასაკლაოების მიერ 2017 წლის I კვარტლის განმავლობაში 8021,2 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 39,6% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 42,3% - ფრინველის, 16,1% - ღორის, 2,0% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო 0,001% - სხვაზე. მომსახურება გაეწია 15,0 ათას პირს, საიდანაც 21,9% შინამეურნეობებების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალოთვიურმა რაოდენობამ 814 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 24,6 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 8,8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 23,5 ლარი.

















