logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძე: ავსტრიასთან უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობის ის მიმართულებები, სადაც პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული
გენადი არველაძე: ავსტრიასთან უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობის ის მიმართულებები, სადაც პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული
20:47 18.05.2017
თბილისში საქართველო-ავსტრიის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ავსტრიის რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით ბერნად ეტეგირლინგერი უძღვებოდნენ. სხდომის ბოლოს ხელი მოეწერა საქართველო-ავსტრიის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომის ოქმს.
კომისიის თანათავმჯდომარეებმა კომისიას მიაწოდეს ინფორმაცია ორი ქვეყნის ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.
„ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები ისეთს ფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, საბაჟო საკითხები, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, კულტურა, საგანმანათლებლო სფერო და ასე შემდეგ. შესაბამისად, ვისაუბრეთ, თუ როგორ განვავითაროთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის და გავაძლიეროთ ის მიმართულებები, სადაც ვხედავთ, რომ პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული“ - განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გენადი არველაძემ.
კომისიის ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს, ასევე ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარებას.
როგორც სხდომაზე ითქვა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სფეროში ავსტრიის მხარესთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება. ეკონომიკური კომისიის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და სოფლის მეურნეობის სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვას.
მხარეებმა ასევე აღნიშნეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ავსტრიას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მონაწილეს ევროკავშირის დახმარების პროექტებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა