logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ტექნოპარკში „ევროპის მეწარმეთა ქსელის საინფორმაციო დღე“ გაიმართა
ტექნოპარკში „ევროპის მეწარმეთა ქსელის საინფორმაციო დღე“ გაიმართა
16:28 18.05.2017
ევროპის ქვეყნებში არსებული ბიზნესშესაძლებლობების, ევროპის მეწარმეთა ქსელისა და ევროპულ პროგრამებზე წვდომის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ეკონომიკის სამინისტროს „ტექნოპარკში“, რომელსაც საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისა და დამწყები კომპანიების (სტარტაპები) 80-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა მიმართა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თავისი ორი ქვეუწყების - „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოების საშუალებით ახორციელებს ქართული კომპანიების მხარდაჭერას. მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ მოიძიონ პარტნიორები, მოამზადონ თავიანთი პროდუქცია საექსპორტოდ, დაუკავშირდნენ სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიურ ინსტიტუტებს თუ სხვადასხვა ორგანიზაციებს და მიიღონ ინფორმაცია, როგორ მოახდინონ პროდუქციის ექსპორტზე გატანა არამარტო ევროკავშირში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ ასევე ვეხმარებით მათ, მიმდინარე პროცესებში როგორ მოიძიონ დახმარება ტექნოლოგიური მხარდაჭერის კუთხით. ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, რომელიც ძალიან ბევრმა ქართულმა კომპანიამ უნდა გამოიყენოს, რადგანაც დღეს ჩვენ ვართ განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ქართულ კომპანიებს მხარდაჭერა ზუსტად ცოდნის და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ესაჭიროებათ“ - განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გიორგი ჩერქეზიშვილმა.
ტექნოპარკში გამართული „ევროპის მეწარმეთა ქსელის საინფორმაციო დღე“ ევროკავშირის ქვეყნებთან ახალი ბიზნესშესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს. პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება, ის ხელს უწყობს მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. პროექტის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA), საქართველოს მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა მოახდინოს საქართველოს სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური საქმიანობის სტანდარტების ჰარმონიზაცია ევროკავშირის პროგრამებთან. მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა ასოცირებული ქვეყნის სტატუსი, ქვეყნის მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას უფრო აქტიურად განახორციელოს საინფორმაციო კამპანიები ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის – „ჰორიზონტ 2020”-სა და ევროპის მეწარმეთა ქსელის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად მცირე და საშუალო მეწარმეთა, ინოვაციურ და სამეცნიერო საზოგადოებას შორის, მათ შორის საინფორმაციო დღეების ორგანიზების გზით.
„საქართველოს უკვე აქვს წვდომა ევროკავშირის რამდენიმე პროგრამასა და ფინანსურ ინსტრუმენტზე, მათ შორის ევროპის მეწარმეთა ქსელზე. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ქსელის საკონტაქტო პირებს წარმოადგენენ საქართველოში და შესაბამისად, მათ შეუძლიათ განათავსონ ქართული კომპანიების ბიზნეს წინადადება ქსელის პლატფორმაზე, დაეხმარონ კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაში და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული შესაძლებლობების გამოყენებაში.“ - აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის პირველი კატეგორიის მრჩეველმა ანა გუგუშვილმა.
პროექტი ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. ტექნოპარკში გამართული ღონისძიება ეკონომიკის სამინისტროს უწყებების - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და ასევე ევროპის მეწარმეთა ქსელის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
ევროპის მეწარმეთა ქსელი 600-ზე მეტპარტნიორორგანიზაციას აერთიანებს, რომელიც მოიცავს სავაჭრო პალატებს, ბიზნესის განვითარების სააგენტოებსა და საუნივერსიტეტო ტექნოლოგიურ ცენტრებს. 50-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის 28 წევრ და დანარჩენ ასოცირებულ ქვეყნებში, ქსელი კომპანიებს საკითხების კონკრეტულ და ეფექტურ გადაწყვეტასთავაზობს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა