logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„თბილისი მარიოტში“ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართა
„თბილისი მარიოტში“ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართა
16:21 18.05.2017
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა, ავსტრიის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის ფედერალური მინისტრის მოადგილემ ბერნად ეტეგერლინგერმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ შენცმა მიმართეს.
ბიზნესფორუმის მიზანი საქართველოსა და ავსტრიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნესწრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარებაა. ქართული და ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით პირისპირ მოლაპარაკებები გაემართათ.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილი განაცხადა, საქართველოში იზრდება ავსტრიიდან ინვესტიციების მოცულობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანიa.
„ჩვენ გვქონდა 23%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. რა თქმა უნდა,რიცხობრივად და ჯამურად ეს არ არის დიდი ციფრები - სულ 23 მილიონი დოლარია 2016 წელს, მაგრამ ტენდენცია არის ზრდისკენ და ეს არის მთავარი.საქართველოში საქმიანობენ ავსტრიული კომპანიები, არის დამატებითი ახალი პროექტები, მათ შორის შემიძლია დავასახელო ძალიან დიდი პროექტი გურიაში, რომელიც ავსტრიულმა კომპანია „რაუხმა“ დაიწყო და წლის ბოლომდე დაასრულებს. ეს ძალიან კარგია, სტიმულს აძლევს სხვა კომპანიებს, რომ გახდნენ პლატფორმა ქვეყანაშიშემდგომში სხვა ახალი ინვესტორების შემოსვლისთვის“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ავსტრია დაახლოებით ისეთივე ტიპის ქვეყანაა, როგორიც საქართველო და მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა კომპანიებმა გამოიყენონ ის გამოცდილება და შესაძლებლობები, რაც ავსტრიულმა კომპანიებმა გაიარეს, განსაკუთრებით ცოდნისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
„ეს არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ის ფუფუნება, რომ შეგვიძლია ნებისმიერ ასეთ რეჟიმში გვქონდესურთიერთობა ამ კომპანიებთან და სამთავრობო წრეებთან. ქართული კომპანიების მიერ ეს აუცილებლადუნდა იქნას გამოყენებული“- აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.
ბიზნესფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის (WKO) ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმის ფარგლებში პრეზენტაციები გაიმართა საქართველოსა და ავსტრიის საინვესტიციო გარემოს, ასევე საქართველოში მიმდინარე პროექტების შესახებ. ფორუმზე ასევე ისაუბრეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმასამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერამტავის გამოსვლაში საქართველოში აღმშენებლობისა და განვითარებისთვის საინვესტიციო აქტივობებს გაუსვა ხაზი.
საქართველო-ავსტრიის ბიზნესურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმაც. როგორც მან აღნიშნა, ავსტრია იყო პირველი ინვესტორი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა. „ავსტრიული ინვესტიციები საქართველოში უკვე არის განხორციელებული და ვიმედოვნებთ, რომ ეს ფორუმი დამატებით kიდევ წაახალისებს მათ. რაც შეეხება პალატების ურთიერთთანამშრომლობას, ჩვენ ვაპირებთ პროექტის განხორციელებას პროფესიული განათლების კუთხით და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიმართულებით, რაც ასევე ძალიან პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის“- განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.
ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტის, რიჩარდ შენცის განცხადებით, საქართველოს ახალი ელექტროენერგიული საწარმოების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
„ავსტრია ამ პოტენციალს ხედავს და აფასებს. დაინტერესებული ვართ ჰიდრავლიკური ელექტროენერგიის წარმოებით, ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიებით და სხვადასხვა სფეროებით. გვჯერა, რომ საქართველო უდიდესი პოტენციალის ქვეყანაა, რაც დადებითად იმოქმედებს როგორც ელექტროსისტემაზე, ასევე გარემოზე და ეს კარგია მისი მომავლისთვის“- აღნიშნა რიჩარდ შენცმა.
ავსტრიის ბიზნესდელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ ისეთ სფეროებს, როგორებიცაა მანქანათმშენებლობა, ჰიდრავლიკური ელექტროენერგიის წარმოება, ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები, მსუბუქი და სატვირთო მანქანების ძრავების შესამოწმებელი ტექნოლოგია, ნავთობქიმია, ფარმაინდუსტრია, დეტექტორების, ონკანების და სხვა საზომი ხელსაწყოების წარმოება, ჰიდროელექტროსადგურები, ტურიზმი, დეველოპერული კომპანიები, სახანძრო სიგნალიზაცია, საინჟინრო სერვისები, ჯართის გადამუშავება, საკონსულტაციო სერვისები, თუჯის მილსადენის სისტემები, მენეჯმენტის სისტემები ელექტრონულ სწავლებაში, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა