logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი სტამბოლში თურქ კოლეგას შეხვდა
ლევან დავითაშვილი სტამბოლში თურქ კოლეგას შეხვდა
15:58 18.05.2017
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სტამბოლში გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სოფლის მეურნეობის მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მესაქონლეობის მინისტრს, ფარუქ ჩელიქს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის დარგში არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და შეთანხმდნენ, ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას, დარგში ინოვაციების დანერგვისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების მხარდაჭერით.
როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს პოლიტიკური ნება, საქართველოდან თურქეთში ექსპორტი გაიზარდოს, მათ შორის, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და იმ მაღალი ღირებულების ნიშური პროდუქტების, რომლებსაც აქვთ პოტენციალი ადგილი დაიკავონ საერთაშორისო ბაზრებზე.
როგორც თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, 2012 წელს საქართველო-თურქეთს შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სავაჭრო ბრუნვა 6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი 10-ჯერ გაიზარდა და 60 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო კავშირების და დიდი პოტენციალის არსებობას ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს თურქეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში, საწარმოების აღიარების გზით, ხელს შეუწყობენ საქართველოდან თურქეთში ხორცისა და ხორცპროდუქტების, თაფლის, თევზისა და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის განხორციელებას.
შეხვედრას, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე ესწრებოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა