logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბათუმში შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მე-6 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
ბათუმში შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მე-6 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
15:49 18.05.2017
ბათუმი შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მე-6 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია დღეს სასტუმრო ,,შერატონ ბათუმში“ გაიხსნა, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

მთავრობის თავმჯდომარემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, სასიხარულო ფაქტია, რომ რიგით მე-6 საერთაშორისო კონფერენციას საქართველო წელს პირველად მასპინძლობს და იგი სწორედ ბათუმში ტარდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შავი ზღვის კავკასიის რეგიონში ბათუმის, როგორც საპორტო ქალაქის მნიშვნელობას.
„რეგიონალური ბაზრის ზრდიდან გამომდინარე, ბათუმის ნავსადგურს, როგორც საკვანძო მნიშვნელობის პორტს, აქვს უდიდესი პოტენციალი იყოსლოგისტიკური ცენტრი არა მარტო ქვეყნის, არამედ შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით. რეგიონში საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებული ღია დისკუსიების გამართვა და ერთმანეთში იდეების გაცვლა-გაზიარება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს შავი ზღვის ნავსადგურების განვითარებას, მათ შორის ბათუმის საზღვაო ნავსადგურის განვითარებას და ტრანსპორტირების გაზრდას“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასეთი შინაარსის ღონისძიებების ჩვენს რეგიონში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია აჭარის, როგორც საქმიანი ტურისტული ადგილის პოპულარიზაციისთვის: ,,მინდა აღვნიშნო, რომ გარდა შინაარსობრივი ნაწილისა, რომელსაც კონფერენცია ატარებს, ჩემთვის ასევე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბათუმი ბოლო წლებია იქცა საქმიანი ტურიზმის ნამდვილ ცენტრადაც, სადაც ინტენსიურად იმართება მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებები, კონფერენციები, ბიზნეს-ფორუმები და ფესტივალები“.

ღონისძიებაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართა ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის მმართველი კომპანიის, ICTSI ვიცე პრეზიდენტმა ჰანს-ოლე მადსენმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონფერენციის მნიშვნელობას, სადაც ინტენსიურად ხდება იდეების გაცვლა და ინოვაციური გზების ძიება.

„შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების საერთაშორისო კონფერენცია არის სწორედ ის ადგილი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს შუძლიათ გაერთიანდნენ და გაცვალონ იდეები თუროგორ შეიძლება გამოინახოს საუკეთესო გზები რათა ერთობლივად წარადგინონ რეგიონი მსოფლიოს წინაშე“- დასძინა მან.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო საკონტეინერო სატერმინალო სერვისების კორპორაციის (ICTSI) შვილობილი კომპანია ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური (BSP).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა