logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინეთი წაახალისებს ადგილობრივ კომპანიებს, რათა მათ საქართველოში ახალი წარმოებები გახსნან
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინეთი წაახალისებს ადგილობრივ კომპანიებს, რათა მათ საქართველოში ახალი წარმოებები გახსნან
11:34 18.05.2017
ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შევთანხმდით, რომ ჩინეთის სახელმწიფო წაახალისებს ჩინურ კერძ სექტორსა და სახელმწიფო კომპანიებს, რათა მათ საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ და საწარმოო სიმძლავრეები გაზარდონ, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ქალაქ ჰეფეიში ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც დღეს გვაქვს როგორც ევროპასთან, ისე დსთ-ს ქვეყნებთან და ჩინეთთან,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„ჩვენ ვთხოვეთ დახმარება ჩინურ მხარეს, რათა „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფარგლებში, შეიქმნას ახალი პროექტი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ჩინური კერძო სექტორის ხელშეწყობა საქართველოში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ასეთი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად დაასახელა კომპანია „ჰუალინგი“, რომელიც 2015 წელს საქართველოს ყველაზე მსხვილ ინვესტორად დასახელდა.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ კომპანია „ჰუალინგის“ ინვესტიციებმა 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და სხვადასხვა სფერო მოიცვა, მათ შორის, საბანკო, ენერგეტიკა, ტექნოლოგიები, რასაც ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერა და ხელშეწყობა მოჰყვა.

გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა პეკინში ორი დღის წინ შანხაის უმსხვილეს კორპორაცია „CEFC“-სთან გაფორმებულ მემორანდუმზე, რომლის თანახმადაც საქართველოში ჩინური ინვესტიციით 1 მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ბანკი გაიხსნება, რომელიც ჩინურ ბიზნესს საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობის განვითარებაში დაეხმარება.

გარდა ამისა, „CEFC“-ი იქნება მეორე ჩინური კომპანია „ჰუალინგის“ შემდეგ, რომელიც საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიულ ზონას შექმნის, რომელიც ქალაქ ფოთში განთავსდება.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე წარიმართა თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე, მათ შორის, ერთობლივი ინოვაციების ცენტრების ჩამოყალიბებასა და თავისუფალ ტურისტულ ზონებზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ორივე ქვეყნის მთავრობების ხელშეწყობაზე ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა