logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან ორმხრივი ურთიერთობები განიხილა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან ორმხრივი ურთიერთობები განიხილა
11:25 18.05.2017
ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგს შეხვდა და მასთან საქართველო-ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილა.
შეხვედრა ჩინეთის ანჰუის პროვონციის ქალაქ ჰეფეიში გაიმართა, სადაც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ერთად, „ცენტრალური ჩინეთის ექსპო 2017“-ის ოფიციალურ გახსნაზე მოხსენება გააკეთა.
შეხვედრაზე, დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს დამოკიდებულებაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის მიმართ, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა გააკეთა. აღნიშნული ინიციატივის თანახმად, საქართველო წარმოდგენილია როგორც ცენტრალური სატრანსპორტო (აღმოსავლეთ-დასავლეთის) დერეფნის შემადგენელი. პირველმა ვიცე-პრემიერმა აქცენტი გააკეთა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ დასახელებულ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ მიმართულების 5 მთავარ პრინციპზე, რომლის თანახმადაც სარტყელისა და გზის ქვეყნებს შორის უნდა არსებობდეს მშვიდობიანი თანაცხოვრება, ეკონომიკური კეთილდღეობის გადანაწილება, ხალხთა შორის კულტურული კავშირების განვითარება და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში.
„საქართველო ერთ-ერთი პირველი მიუერთდა აბრეშუმის გზის ინიციატივას, როგორც ისტორიულად მისი განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, ე.წ. „ცენტრალური დერეფანი“ უმოკლესი გზაა ჩინეთსა და ევროპას შორის. მისი თქმით, აღნიშნული მარშრუტით ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით შესაძლებელია ტვირთის ჩატანა 12 -14 დღეში. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ახსენა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც 2017 წელს უნდა ამოქმედდეს და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით ჩინეთიდან სარკინიგზო ტვირთების გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.
შეხვედრაზე, ჩინეთის ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ქართული მხარის წინადადება „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ჩინური კომპანიების მიერ საქართველოში ახალი საწარმოო სიმძლავრეების შექმნის შესახებ. გარდა ამისა, დასახელდა მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც დადებითად გადაწყდება ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა