სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ხვალ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრება.
ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გიორგი ჩერქეზიშვილი, ავსტრიის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე ბერნადეტე გერლინგერი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი გახსნიან.
ბიზნესფორუმი 9:00 საათზე გაიხსნება

















