ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ახალი
ფილმის „უარყოფითი რიცხვების“ გადაღებები დაიწყება. მხატვრული ჟანრის ქართულ-ფრანგულ-იტალიურ კინ ოპროდუქციას ქართული საპროდიუსერო კომპანიაშპს „მაგნეტფილმს“ გადაიღებს. ფილმის სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა აგებული და ასახავს საქართველოს ეროვნული რაგბის კავშირისა და UNICEFF-ის ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვა ნვაჟთა კოლონიაში პატიმრებისთვის ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების მიზნით, რაგბის ვარჯიშები დაინიშნა.
ფილმის გადაღებები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც 40 ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.
აღსანიშნავია, რომ გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ფილმის თემატიკასთან დაკავშირებული ლოკაცია - ავჭალის ყოფილი მეათე საპყრობილე(ავჭალისქ. N17-ში მდებარე 31738.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები), რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფილმის გადასაღებად უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადასცაშპს „მაგნეტფილმს.“
"ეკონომიკის სამინისტროს „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო პრომოკამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, უფრო და უფრო დატვირთული და აქტუალური ხდება, რაც უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაში შესამჩნევად აღინიშნება, რადგან პროექტის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში უკვე რიგით მეექვსე ფილმის გადაღებები განხორციელდება"-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

















