logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ტექნოპარკი ხვალ ევროპის მეწარმეთა ქსელის საინფორმაციო დღეს უმასპინძლებს
ტექნოპარკი ხვალ ევროპის მეწარმეთა ქსელის საინფორმაციო დღეს უმასპინძლებს
17:57 17.05.2017
თბილისის ტექნოპარკი ხვალ 11:00 საათიდან ევროპის მეწარმეთა ქსელის (Enterprise Europe Network) საინფორმაციო დღეს უმასპინძლებს.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), სსიპ „აწარმოე საქართველოში“ (Enterprise Georgia) და ევროპის მეწარმეთა ქსელი.
ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით, EU4Business ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით იმართება, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წარმომადგენლები და დამწყები კომპანიები (სტარტაპები), რომლებსაც მიეწოდებათ ინფორმაცია ევროპის მეწარმეთა ქსელის შესაძლებლობების შესახებ, კერძოდ, ევროპის ქვეყნებში არსებული პოლიტიკისა და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ ინფორმირების და კონსულტაციის, ტექნოლოგიების გადაცემის პროცესში დახმარების, ფინანსებზე, კვლევის, განვითარებისა და ინოვიაციების (R&D&I) ევროპულ პროგრამებზე წვდომის უზრუნველყოფის კუთხით.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ევროპის მეწარმეთა ქსელის საკონტაქტო უწყებებს წარმოადგენენ.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ევროპის მეწარმეთა ქსელის შესახებ, მისი წევრობის უპირატესობებსა და პრაქტიკულ მაგალითებზე პრეზენტაციას გამართავს საერთაშორისო კონსულტანტი საგარეო ვაჭრობის საკითხებშიანეტ მორიცი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა