logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ელჩმა უმსხვილესი იაპონური კორპორაციების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოს ელჩმა უმსხვილესი იაპონური კორპორაციების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
19:02 16.05.2017
უმსხვილესი იაპონური კომპანიების ასოციაციის, “The Overseas Construction Association of Japan”-ის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ელჩმა იაპონიაში ლევან ცინცაძემ საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის, საინვესტიციო კლიმატის, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს და ისტორიული კულტურის შესახებ სიტყვით მიმართა.

ელჩმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მნიშვნელოვან სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ მდებარეობას, რაც მას მომსახურებისა და ლოჯისტიკის თვალსაზრისით რეგიონული ჰაბის როლს ანიჭებს. ელჩმა ისაუბრა საქართველოში არსებული ლიბერალური საგადასახადო სისტემის, მეზობელ ქვეყნებთან, ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მნიშვნელობაზე. ლევან ცინცაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ამბიციურ გეგმებს ინფასტრუქტურული პროექტების მხრივ, რაც გზების, გვირაბების, ახალი პორტისა და სარკინიგზო გზების მშენებლობას გულისხმობს. ელჩმა აღნიშნა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციები, მათ შორის ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტის რეიტინგების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეულში შედის. ელჩმა მადლობა გადაუხადა ასოციაციის წევრ კომპანიებს საქართველოში გაწეული საქმიანობისათვის და საქართველოში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

ღონისძიებაზე, რომელსაც მსხვილი იაპონური კორპორაციებისა და იაპონიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს “The Overseas Construction Association of Japan”-ის პრეზიდენტმა ტორუ შირაიშიმ და იაპონიის მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სახელმწიფო მინისტრმა შინსუკე სუემაცუმ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა