logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ბიზნესსექტორი დადებითად აფასებს
ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ბიზნესსექტორი დადებითად აფასებს
17:52 16.05.2017
ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ქართველი ბიზნესსექტორი დადებითად აფასებს-განცხადება ამის შესახებ დღეს საქართველოს ბიზნეს სოციაციის წევრებმა გააკეთეს. პრესკონფერენციას სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქართველი ბიზნესმენები, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მარიამ გაბუნია ესწრებოდნენ.
პრესკონფერენციის მონაწილეებს გიორგი ჩერქეზიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება ძალიან დიდი შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის. „მათ გაეხსნათ 1,4 მილიარდიანი ბაზარი, სადაც შეუძლიათ, რომ თავისი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია შეიტანონ ტარიფებისა და საიმპორტო გადასახადების გარეშე. ქართული პროდუქციის თითქმის 94% -ზე თითქმის სრულიად მოიხსნება იმპორტის გადასახადი. მაგალითად, ქართულ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ ალკოჰოლურ ან არაალკოჰოლურ სასმელებს, მინერალურ წყალს, კონსერვებს, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ტიპის პროდუქციას და ა.შ. შეეძლებათ, რომ იმპორტის გადასახადის გარეშე შევიდნენ ამ ძალიან დიდ ბაზარზე“, - განაცხადა ჩექეზიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ბაზარი დიდი არ არის, თუმცა ჩინეთი მიიღებს იმას, რომ მას რეგიონში პარტნიორად ეყოლება ქვეყანა, რომელსაც თავის მხრივ, ასევე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA).
კითხვაზე, რამდენად ხარისხიანი იქნება საქართველოში შემოსული ჩინური პროდუქცია,მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ხარისხის კუთხით ვალდებულება აქვს აღებული და ყველა დარგში ევროკავშირის დირექტივები ინერგება.
„ეს არის გარანტორი იმისა, რომ ქართული წარმოება იქნება ხარისხობრივად გარანტირებული და რეგულაციები იქნება თუნდაც იგივე იმ ჩინური კომპანიისთვის დაცული, როგორც ეს იყო ევროპის ბაზარზე. დღეს ჩინური პროდუქცია ჩვეულებრივად შემოდის. ჩვენ ვართ თავისუფალ საბაზრო პრინციპებზე მყოფი ქვეყანა, ამიტომ ამ კუთხით დამატებითი საშიშროება არ იქნება, პირიქით, ეს იქნება უფრო კარგი, რადგანაც ვაჭრობა, კონკურენცია გაიზრდება და მგონია, რომ ხარისხობრივად ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნება ქვეყანაში“ - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.
„ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება დიდი წარმატებაა და ღირებულია ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის“ - ეს განცხადება პრესკონფერენციაზე საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ გააკეთა..
„ადგილობრივი წარმოების განვითარება ხერხემალია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ეს უნდა მოხდეს საექსპორტო პოტენციალის ზრდით. დიდია იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელზეც გადასახადი მოიხსნა ან მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც დიდი სტიმულია ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის. ჩვენს ასოციაციაში 70-ზე მეტი კომპანიაა. მათ შორის რამდენიმე ჩინეთთან უკვე ოპერირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელშეკრულების შემდეგ კიდევ ბევრი დაიწყებს პროდუქციის ექსპორტს ჩინეთის ბაზარზე. თითოეულ კომპანიას და ქვეყანას ვულოცავ ამ დიდი წარმატებას“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
„აიდიეს ბორჯომი“ ერთ-ერთი კომპანიაა მათ შორის, ვინც უკვე თანამშრომლობს ჩინეთთან. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ლევან ბაღდავაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, არსებული შეღავათი კომპანიას დამატებით შესაძლებლობებს გაუხნის.
„ჩვენს საექსპორტო პოტენციალში თუ ჩინეთი დღეს უმნიშვნელოდ არის წარმოდგენილი, ამ შეთანხმების მიღწევის შემდეგ იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლებს ჩინეთში ჩვენი პროდუქციის დისტრიბუტორი კომპანია, რაც ჩვენს პროდუქციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ადგილობრივი მოსახლეობისათვის“-განაცხადა ლევან ბაღდავაძემ.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი შაგიძის შეფასებით, აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს რეგიონში კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისათვის.
„ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა თავისთავად უპრეცედენტო ფაქტია. ეს შანსს აძლევს ქართულ კომპანიებს, უფრო იაფად მოახდინონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში. ჩვენი ბანკი მზადაა დააფინანსოს ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი“-აცხადებს შაგიძე.
შეგახსენებთ, რომ 13 მაისს, ჩინეთში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა