მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ამერიკული კომპანია "პროქტერ ენდ გემბელი" მსოფლიოს მასშტაბით 5,7 ათასი თანამშრომლის შემცირებას აპირებს.
კომპანიის ხელმძღვანელთა გათვლებით შემცირების შედეგად ისინი 800 მილიონი დოლარის ეკონომიას გააკეთებენ.
"პროქტერ ენდ გემბელი" 2012 წლის განმავლობაში 1600, ხოლო 2013 წელს 4100 თანამშრომლებს შეამცირებს.
კიდევ ერთი მილიარდი დოლარის ეკონომიას კომპანია მარკეტინგის სამსახურის ხარჯების შემცირებით აპირებს.

















