ბერძნული ავიაკომპანია „Aegean Airlines“ (ეგეოსის ავიახაზები), რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან
ოპერირებს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ათენსა და თბილისს შორის რეგულარულ რეისებს ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ამატებს.
ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულფრენებს, ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის (კუნძული კრეტა) მიმართულებით შესრულებს. ფრენები 14 ივნისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (ხუთშაბათი), Airbus A319/A320/A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენის ნებართვა 15 მაისს მიანიჭა.
„ეგეოსის ავიახაზები“ მეორე ბერძნული ავიაკომპანიაა, რომელიც ზაფხულიდან ჰერაკლიონი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია „Ellinair“ რეგულარულ რეისებს 15 ივნისიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (ხუთშაბათი) შეასრულებს.

















