logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებაა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებაა
20:41 15.05.2017
„საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი და გაზარდოს და განავითაროს თავისი ისტორიული როლი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით, საქართველო ისტორიულად იყო და არის აბრეშუმის გზის ნაწილი და უმოკლესი გზა ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით.
შეხვედრა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა. მას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო გამოხატავს დიდ ინტერესს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის „სარტყელი და გზა“ მიმართ, რომელიც ხელს უწყობს ძველი აბრეშუმის გზის აღდგენას.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფარგლებში სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის. მაგალითად, მან მოიყვანა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა - რეაბილიტაცია, რკინიგზის მოდერნიზაციისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტები.
“აბრეშუმის გზა არ არის მხოლოდ ვაჭრობა. ეს არის უფრო მეტი. ეს არის კულტურული გაცვლა, ხალხთა შორის ურთიერთობა, გაუმჯობესებული ცხოვრების პირობა ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. როგორც გაცხადებული იყო, ეს არის „მოგება მოგებისთვის“ პროექტი, როდესაც ყველამ უნდა ისარგებლოს ამ პროექტით და სარგებელი მიიღოს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ჩინური ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და ის რეფორმები, რომლებიც ხორციელდება და დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის.
ჩინეთსა და საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიური მაჩვენებლები. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია ბრუნვის მიხედვითა და ასევე მე-3 უდიდესი საექსპორტო ბაზარი. დიმიტრი ქუმსიშვილმა ექსპორტის ზრდის სანიმუშო მაგალითად მოიყვანა ქართული ღვინო, რომელმაც ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა. ამჟამად დაახლოებით 40 ქართული ღვინის სახლი, რესტორანი და მაღაზია ყიდის ქართულ ღვინოს ჩინეთში. 2016 წელს ღვინის ექსპორტმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 98 პროცენტი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ჩინეთი მოცულობით მესამე, ღირებულებით კი სიდიდით მეორე საექსპორტო ბაზარია საქართველოსთვის. „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩვენ მივეცით მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც ქართულ, ისე ჩინურ ბიზნესს, რომ ჩვენი ქვეყნები არის გახსნილი ინვესტიციებისთვის, ვაჭრობისთვის და ხალხთა მეგობრობისთვის,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა