logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აბრეშუმის გზის ფონდი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან
აბრეშუმის გზის ფონდი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან
19:47 15.05.2017
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართა აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ჩინეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ფონდის წარმომადგენლებთან საუბრისას გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობას და ისაუბრა იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რასაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოუტანს ჩინეთსა და საქართველოს ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში. მინისტრის განცხადებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და საინვესტიციო გარემო ქვეყანას საშუალებას აძლევს გაზარდოს არსებული პოტენციალი, გახდეს რეგიონალური მნიშვნელობის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი და აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო ტვირთების უმოკლეს დროში ტრანსპორტირებისას შეასრულოს მნიშვნელოვანი ფუნქცია. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც განსაკუთრებულ როლს შეიძენს აბრეშუმის გზის სატრანსპორტო კორიდორის სწრაფ განვითარებაში.
მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას და ამ მიმართულებით დამატებითი ბარიერების აღმოფხვრას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია „სარტყელი და გზის“ ინიციატივის განხორციელებისთვის.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აბრეშუმის გზის ფონდის მნიშვნელობაზე „სარტყელი და გზის“ პროექტის მონაწილე ქვეყნების ინფრასტრუქტურული და ენერგოდერეფნების განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის აქტიურად მონაწილე ქვეყანა, დაინტერესებულია ფონდთან თანამშრომლობით, რათა მისი საშუალებით მოხდეს საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებული პროექტების განვითარების ხელშეწყობა, სატრანზიტო პოტენციალისა და „სარტყელისა და გზის“ პროექტში საქართველოს როლის გაზრდა.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაზეც მხარები შეთანხმდნენ, იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც კონკრეტული პროექტების განვითარების მიმართულებით იმუშავებს.
აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელობას გიორგი გახარიამ ინფორმაცია მიაწოდა 2017 წლის ნოემბერში საქართველოში დაგეგმილი თბილისის ფორუმის „სარტყელი და გზა“ შესახებ და ფონდის წარმომადგენლები ღონისძიებაზე მიიწვია.
აბრეშუმის გზის ფონდი პროექტის „სარტყელი და გზა“ ხელშეწყობისთვის ჩინეთის ინიციატივით შეიქმნა და მისი კაპიტალი 40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. 14 მაისს პეკინში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „სარტყელი და გზა“ ჩინური მხრიდან ცნობილი გახდა, რომ ფონდს კიდევ 14 მილიარდ დოლარზე მეტი დაემატება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა