logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა პანკისის ხეობაში სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა
ლევან დავითაშვილმა პანკისის ხეობაში სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა
18:46 15.05.2017
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორთან, დაგლას ბოლისთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, პანკისის ხეობაში, ქვემო ხალაწანიში USAID-ის პროექტის Zrda ფარგლებში შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. მინისტრი ადგილობრივ უხუცესებს, მოსახლეობას, მათ შორის, ფერმერებს და სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით აშენებულ საოჯახო სასტუმროების მფლობელებს შეხვდა.
„სახელმწიფო, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პანკისის ხეობაში დღეს უკვე გვაქვს რამდენიმე წარმატებული მაგალითი, რომელიც დაფინანსებულია, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ, ხოლო მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). მნიშვნელოვანია აღინიშნის, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა კოორდინაცია დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და სახელმწიფოს მიერ წახალისებულ პროექტებს შორის, რაც ხელს უწყობს თანხის უფრო ეფექტიან ხარჯვას”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
პროექტი Zrda პანკისის ხეობის ოთხივე თემში მოსახლეობას დახმარებას უწევს საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის გზით. გარდა ამისა, პროექტი ტექნიკურ დახმარებას უწევს რეგიონის ცნობადობის გაზრდას პანკისის ხეობაში წარმოებული პროდუქციის ბრენდის ფორმირებისა და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების გზით.
პროექტის ფარგლებში, პანკისის ხეობაში უკვე მოეწყო სასათბურე სადემონსტრაციო ნაკვეთები და მიმდინარეობს ბოსტნეულის ჩითილების წარმოება, რაც ფერმერებს შემოსავლების მიღების გაზრდაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა ისარგებლეს აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამითაც, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD) ერთად. პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა შეიძინეს ხელის ტრაქტორები და ხელსაწყოები, რომლის ღირებულების 90%-ის თანადაფინანსება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მოახდინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა