logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარიამ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში-„სარტყელი და გზა“ მიიღო მონაწილეობა
გიორგი გახარიამ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში-„სარტყელი და გზა“ მიიღო მონაწილეობა
11:18 15.05.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოხსენება გააკეთა თემატურ პანელზე „ვაჭრობა დაბრკოლებების გარეშე“, რომელიც პეკინში, გლობალური ფორუმის „სარტყელი და გზა“ ფარგლებში გაიმართა.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ განსაკუთრებული აუდიტორიის წინაშე ვისაუბრო პანელზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმის ფარგლებში იმართება. „სარტყელი და გზა“ დიდ პერსპექტივებს იძლევა ქვეყნებს შორის ვაჭრობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის. მსურს აღვნიშნო, რომ რომ საქართველო იყო ერთ–ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან 2015 წლის 9 მარტს ხელი მოაწერა „ახალი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. ამ პროექტის განვითარებისთვის რეგიონის ქვეყნები დგამენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელთა შორისაც აღსანიშნავია გუშინ, 13 მაისს ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ევროკავშირთან და ჩინეთთან. „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების საკითხებს. ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ხელს შეუწყობს არამხოლოდ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, არამედ მოიტანს უფრო დიდ სარგებელს რეგიონული განვითარების თვალსაზრისით. საქართველო ხდება მიმზიდველი პლატფორმა იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ ეკონომიკური ურთიერთობები როგორც ევროპასთან, ასევე აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან და მათ ეკონომიკურ პოტენციალთან“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და მთავრობა აქტიურად მუშაობს როგორც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცების, ასევე საქართველოს, როგორც რეგიონული სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრის ჩამოყალიბების მიმართულებით. მინისტრმა სესიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მთავრობის რეფორმები და ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც დიდ როლს ითამაშებს „სარტყელი და გზის“ პროექტის განვითარებაში, მათ შორის მინისტრმა დაასახელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტი და რკინიგზის მოდერნიზაცია, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და სხვა. „ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო, თავისი სტრატეგიული მდებარეობით, კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურით, მეგობრული პოლიტიკით, რეგიონალური და საერთაშორისო სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობებით განსაკუთრებულ როლს შეასრულებს აზია–ევროპის ეკონომიკური კავშირების განვითარებაში და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტვირთების უმოკლეს დროში გადაზიდვას როგორ ჩინეთიდან ევროპაში, ასევე ევროპიდან ჩინეთში“ – განუცხადა სესიის მონაწილეებს გიორგი გახარიამ.
მოხსენების დასასრულს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას „სარტყელისა და გზის“ პროექტის ფარგლებში და სესიის მონაწილეები 2017 წლის ნოემბერში თბილისში დაგეგმილ ფორუმზე მიიწვია. „საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინურ მხარესთან ერთობლივი თანამშრომლობითა და ორგანიზებით თბილისში 2015 წლის ოქტომბერში ჩაატარა აბრეშუმის გზის მასშტაბური ფორუმი, რომელსაც 34 ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა. შემდეგი ფორუმი დაგეგმილია 2017 წლის ნოემბერში, შესაბამისად, მსურს გამოვიყენო შესაძლებლობა და მოგიწვიოთ საქართველოში ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც დღევანდელი ფორუმის ლოგიკური გაგრძელება იქნება“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პეკინში გამართულ საერთაშორისო ფორუმს „სარტყელი და გზა“ 1500–ზე მეტი დელეგატი, მათ შორის მსოფლიოს 29 ქვეყნის ლიდერი ესწრება. საქართველოდან ფორუმში პირველი ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა