logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მთაწმინდის პარკმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა
მთაწმინდის პარკმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა
17:57 14.05.2017
„ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცირე-ოჯახური და საშუალო მარნები, ასევე მსხვილი მწარმოებლები და ცნობილი კომპანიები, რომლებმაც სტუმრებს 2016 წლის მოსავლის ღვინოები წარუდგენეს.
,,ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოს ,,ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა გახსნეს. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გიორგი ხანიშვილი, რევაზ ასათიანი და იური ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, საერთაშორისო ორგანიზაციების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ფესტივალის მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, მცირე და საშუალო წარმოების ხელშეწყობა და საქართველოში ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.
,,აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება ,,ახალი ღვინის ფესტივალში“ როგორც მონაწილეთა, ასევე ფესტივალის ვიზიტორების, მათ შორის უცხოელი ტურისტების რიცხვი. „ახალი ღვინის ფესტივალი“ წელს, უკვე მერვედ ჩატარდა. პირველ ფესტივალზე, რომელიც 2010 წელს გაიმართა, მონაწილეობას ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია იღებდა, წელს კი ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია 110-ზე მეტმა მონაწილემ წარმოადგინა, სტუმრების რიცხვი კი, ათეულ ათასზე მეტია. ეს, ნათელად ადასტურებს ფესტივალის მნიშვნელობას, პოპულარობას და პრესტიჟულობას“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
წელს, „ახალი ღვინის ფესტივალზე“ საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ღვინის მწარმოებელმა მცირე მარნებმა, საოჯახო მეურნეობებმა და თითქმის ყველა მსხვილმა კომპანიამ. ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოები საგანგებო შერჩევის გზით „საქართველოს ღვინის კლუბმა“ რეგიონებში გამოავლინა.
ფესტივალზე საკუთარი სტენდი წარმოადგინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, სადაც ცენტრის ჯიღაურას სადემონსტრაციო-კვლევით ბაზაზე გაშენებული ქართული იშვიათი და უნიკალური ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები წარმოადგინა. საკუთარი ხელით წარმოებული პროდუქცია წარმოადგინეს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტის სტუდენტებმაც.
ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა პერფორმანსთან ერთად ტრადიციულად, საზეიმოდ გაიხსნა ქვევრი და საფერავის სასაჩუქრე კასრები გათამაშდა. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო მედიატური, რომელშიც ღვინის პროფესიონალები და ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ჟურნალისტები(აშშ-დან, კანადიდან, იტალიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან) მონაწილეობდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა