logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე გამართული პრეზენტაცია კარგი შესაძლებლობაა, ქვეყანაში მოვიზიდოთ ინსტიტუციონალური ინვესტორები
დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე გამართული პრეზენტაცია კარგი შესაძლებლობაა, ქვეყანაში მოვიზიდოთ ინსტიტუციონალური ინვესტორები
11:23 12.05.2017
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე გაიმართა სპეციალური სესია, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს მხრიდან მმართველი, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის კუთხით არსებულ მკვეთრად პოზიტიურ დინამიკაზე, ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ზოგადად საინვესტიციო პოტენციალზე.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და ამ გეგმის ფარგლებში უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ფისკალური რეფორმების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს და მათ გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

საუბარი შეეხო ასევე ქვეყნის სივრცითი მოწყობს კუთხით დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მათ მნიშვნელობას როგორც ქვეყნის სატრანზიტო, ლოგისტიკური და ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენების, ისე რეგიონების ურთიერთდაკავშირების და შესაბამისად, მათი ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით.

„EBRD-ის წლიურ შეხვედრაზე დღეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე ვისაუბრეთ. ეს იყო იმ შესაძლებლობების წარმოჩენა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია საინვესტიციო მიმართულებით, ასევე, განვიხილეთ როგორ ვითარდება ქვეყანა, რა პრიორიტეტები გვაქვს, როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე სტრუქტურული რეფორმების კუთხით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანაში მოვიზიდოთ როგორც ინსტიტუციონალური ინვესტორები, ასევე, ინვესტორები, რომლებიც კონკრეტული ბიზნესებით არიან დაინტერესებულები“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სესიაში მონაწილეობა მიიღეს EBRD-ის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, ბრუნო ბალვანერამ დედაქალაქის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ, „აჭარა გრუპის" გენერალურმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ.

პრეზენტაციას დაესწრნენ ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში მონაწილე დელეგაციათა წარმომადგენლები, აგრეთვე იმ მსხვილი ქართული კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც სარგებლობენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა